ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
„კარგი, მივყვეთ “ქართული ოცნების” ლოგიკას – ანალიზის ერთეულებია შემდეგი დამოკიდებულებები:
1) ზელენსკის მართავს მიშა.
2) მიშას მართავს პუტინი.
3) ზელენსკი ეომება პუტინს.
შესაბამისად, გამოდის, რომ პუტინი ეომება ზელენსკის, რომელსაც მართავს მიშა, რომელსაც მართავს პუტინი.
ანუ პუტინი ეომება პუტინს.
“ქართული ოცნების” მიხედვით, განტოლების პასუხი არის – ლამის ბირთვული თუ მესამე მსოფლიო ომში პუტინი ეომება პუტინს.
პ.ს. ამასთან,
4) ზელენსკის მართავენ ევროკავშირი და ნატო.
ე.ი. ევროკავშირი და ნატო = ნაცებს.
5) “ქართული ოცნება” აკეთებს განაცხადს ევროკავშირში.
ე.ი. “ქართული ოცნება” = ნაცებს.
“ქართული ოცნება”, ვერ გავიგე?“
კომენტარები