• რეკლამა
  • კონტაქტი
23:39, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამარჯვების ორი საიდუმლო” – ნამდვილი “ლაზიერის გამბიტი” დღეს 80 წლის გახდა

ალია ავტორი - ალია
17:52 05-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი იუ­ბი­ლა­რია. გაფ­რინ­დაშ­ვილს 80 წელი შე­უს­რულ­და. ის 1941 წლის 3 მა­ისს, ზუგ­დიდ­ში და­ი­ბა­და.

უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მის, calvertjournal.com-ში დაბეჭდილი მასალიდან ნაწყვეტები:

“გა­ი­ცა­ნით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქალი გრან­დმა­ის­ტე­რი, რო­მელ­მაც ჭად­რა­კის თა­მაშს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­უ­წია, არ­სე­ბობს მისი სა­ხე­ლო­ბის ჭად­რა­კის სა­სახ­ლე და დღემ­დე ას­პა­რე­ზობს სხვა­დას­ხვა შე­ჯიბ­რე­ბებ­ში.

ალ­ბათ, უკვე ნა­ხეთ “ნე­ტფ­ლიქ­სის” სე­რი­ა­ლი The Queen’s Gambit, რო­მელ­შიც ამ­ბა­ვი პერ­სო­ნაჟ ბეთ ჰარ­მო­ნის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა და გვიყ­ვე­ბა, თუ რო­გორ აღ­წევს ის წარ­მა­ტე­ბას, რო­გორ მი­დის დი­დე­ბის­კენ სა­კუ­თარ ში­ნა­გან დე­მო­ნებ­თან ბრძო­ლის ფონ­ზე.

რო­დე­საც ჰარ­მო­ნი მოს­კოვ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ მო­თა­მა­შე­ებს ხვდე­ბა, სე­რი­ალ­ში გა­იჟ­ღე­რებს საბ­ჭო­თა ქალი მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი. ჰარ­მო­ნის ის­ტო­რია გა­მო­გო­ნი­ლია, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი კი ნამ­დვი­ლი მო­ჭად­რა­კეა სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­მე­ლიც ქა­ლებს შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ჭად­რაკ­ში ხუთ­ჯერ გახ­და. სე­რი­ა­ლი გაფ­რინ­დაშ­ვილს წარ­მოგ­ვიდ­გენს რო­გორც “ქა­ლებს შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონს, რო­მელ­საც არას­დროს უთა­მა­შია კაც მო­ჭად­რა­კე­ებ­თან“, რა­მაც ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი გა­აკ­ვირ­ვა, რად­გა­ნაც მის­თვის უცხო არ არის მა­მა­კაც ოპო­ნენ­ტებ­თან სა­ჭად­რა­კო და­პი­რის­პი­რე­ბა”, – წერს გა­მო­ცე­მა.

  • Calvert journal-თან სა­უბ­რი­სას, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სე­რი­ალ­ში მის შე­სა­ხებ თქმუ­ლი სრუ­ლე­ბით არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს.

“ეს­ტო­ნე­ლი კე­რე­სი­დან და სერ­ბი გლი­გო­რი­ჩი­დან და­წყე­ბუ­ლი, ამე­რი­კე­ლი ტარ­ჟა­ნით და ლატ­ვი­ე­ლი ტა­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მე მი­თა­მა­შია ბევრ დი­დე­ბულ გრან­დმა­ის­ტერ­თან. რა­საც სე­რი­ალ­ში ამ­ბო­ბენ, სრუ­ლე­ბით არ შე­სა­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, სა­მარ­ცხვი­ნოა ვინ­მეს მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა“, – ამ­ბობს 79 წლის ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქალი გრან­დმა­ის­ტე­რია (დი­დოს­ტა­ტი). რაც მო­ჭად­რა­კის­თვის უმაღ­ლე­სი ტი­ტუ­ლია. ეს ჯილ­დო მან 37 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო”, – წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი მკი­თხველს უყ­ვე­ბა, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 1941 წელს ზუგ­დიდ­ში და­ი­ბა­და. ის მშობ­ლებ­თან და ძმებ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და. “ჩვენ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით, ვთა­მა­შობ­დით ყვე­ლა­ფერს, ფეხ­ბურ­თი­დან და­წყე­ბუ­ლი, ფრენ­ბურ­თით, მა­გი­დის ჩიგ­ბურ­თი­თა და ბი­ლი­არ­დით დამ­თავ­რე­ბუ­ლი“, – ამ­ბობს გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, მისი სახ­ლის ბაღ­ში ტურ­ნი­რე­ბი მთელ სა­მე­ზობ­ლოს იზი­დავ­და.

ყვე­ლა იმ თა­მა­ში­დან, რო­მელ­საც თა­მა­შობ­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად ჭად­რაკ­მა მი­ი­ჯაჭ­ვა. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერ­ში ბავ­შვო­ბი­დან­ვე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას იჩენ­და და არაფ­რის დათ­მო­ბა არ სჩ­ვე­ო­და.

ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ვარ ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი და ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მეხ­მა­რა ჭად­რაკ­ში – ამ­ბობს გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.1954 წელს, 12 წლის ასაკ­ში ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მას შემ­დეგ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც თა­ვი­სი ძმა ჩა­ა­ნაც­ვლა, რო­მელ­საც გა­მოც­დე­ბის გამო ჭად­რა­კის შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დრო არ ჰქონ­და. სწო­რედ მა­შინ ახალ­გაზ­რდა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა ჭად­რა­კის მწვრთნელ­მა ვახ­ტან ქარ­სე­ლა­ძემ, რო­მელ­მაც და­არ­წმუ­ნა მისი მშობ­ლე­ბი, რომ ნონა თბი­ლის­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, რის შემ­დე­გაც მას უკვე შე­ეძ­ლო დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სა­ჭად­რა­კო სკო­ლა­ში ევარ­ჯი­შა. ორი წლის შემ­დეგ გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა ქა­ლებს შო­რის, ეს იყო 1956 წელს, მომ­დევ­ბო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ ჰყავ­დათ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, ჭად­რა­კი იქ სპორ­ტის პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბა იყო. “ყვე­ლას უყ­ვარ­და ჭად­რა­კი. ეს იყო თა­მა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებ­და. შეს­ვე­ნე­ბის დროს ხში­რად ნა­ხავ­დით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჭად­რაკს ეთა­მა­შე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს”, – ამ­ბობს გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი­გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა 21 წლის ასაკ­ში მო­ი­პო­ვა ქალ­თა შო­რის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა მას შემ­დეგ, რაც და­ა­მარ­ცხა მსოფ­ლი­ოს ორგზის ჩემ­პი­ო­ნი, რუსი მო­ჭად­რა­კე – ელი­სა­ვე­ტა ბუ­კო­ვა. ეს იყო უდი­დე­სი გა­მარ­ჯვე­ბა ისე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოა.

მოს­კოვ­ში მის­მა გა­მარ­ჯვე­ბამ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი მი­იწ­ვი­ეს ჭად­რა­კის ექ­სკლუ­ზი­ურ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ჰას­ტინგსის ტურ­ნირ­ზე ინ­გლის­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ტოპ კლა­სის მო­თა­მა­შე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ის იყო მე­ო­რე ქალი, რო­მელ­საც ოდეს­მე ამ ტურ­ნირ­ზე უას­პა­რე­ზია და პირ­ვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა,

1965 წელს ის ჰას­ტინგსში კვლავ მი­იწ­ვი­ეს, მან ითა­მა­შა ისე­თი მო­ჭად­რა­კე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად მი­ხა­ილ ტა­ლია. გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა და­ა­მარ­ცხა ყვე­ლა ბრი­ტა­ნე­ლი მო­თა­მა­შე და ეთა­მა­შა პაულ კე­რესს. ყო­ვე­ლი­ვეს შემ­დეგ, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა რე­ი­ტინ­გში იგი­ვე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, რო­გო­რიც ეკა­ვა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ მი­ხა­ილ ბოტვი­ნიკს, რო­მელ­მაც ჰას­ტინგსის ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პირ­ვე­ლად 1934-35 წლებ­ში მი­ი­ღო.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი აგ­რე­სი­უ­ლი სა­თა­მა­შო სტი­ლით, ტაქ­ტი­კუ­რი ოს­ტა­ტო­ბით, სვლებ­სა და კარგ კომ­ბი­ნა­ცი­ებ­ზე გა­წა­ფუ­ლი თვა­ლით.

  • ნე­ბის­ყო­ფა და მყა­რი ფსი­ქი­კა

სტა­ტი­ა­ში ხაზ­გას­მუ­ლია ის ფაქ­ტი, რომ სე­რი­ალ “ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტის“ პერ­სო­ნა­ჟი, ბეთ ჰარ­მო­ნი ებ­რძვის ნარ­კო­მა­ნი­ა­სა და ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და ისეა ნაჩ­ვე­ნე­ბი, რომ შე­საძ­ლოა, ჭად­რაკს მავ­ნე გავ­ლე­ნაც ჰქონ­დეს მო­თა­მა­შე­ზე. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლიც ამ­ბობს, რომ ნიჭი საკ­მა­რი­სი არ არის – “შენ უნდა იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი და უნდა ის­წრაფ­ვო­დე სა­უ­კე­თე­სო­ო­ბის­კენ“ – აღ­ნიშ­ნავს მო­ჭად­რა­კე.

გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჭად­რა­კი­სა და სხვა საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ბა­ლან­სი. “რო­დე­საც სტრესს ვგრძნობ­დი, მა­შინ­ვე სხვა სპორტზე გა­დავ­დი­ო­დი, ვუს­მენ­დი მუ­სი­კას, ან ვკი­თხუ­ლობ­დი – მე მიყ­ვარს კი­თხვა. ახლა 80 წლის ვარ, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ჭად­რა­კო მატ­ჩი ვი­თა­მა­შე და მე ვერ გა­ვიხ­სე­ნებ დროს, როცა პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და ძილ­თან და­კავ­ში­რე­ბით და არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი, ან სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი რა­ი­მე ფორ­მით დამ­ჭირ­ვე­ბია“, – ამ­ბობს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ის, რაც გაფ­რინ­დაშ­ვილს მო­ტი­ვა­ცი­ას ჰმა­ტებ­და, იყო თა­მა­შის სი­ლა­მა­ზი­სად­მი მისი სიყ­ვა­რუ­ლი, ვიდ­რე გა­მარ­ჯვე­ბის დევ­ნა.

  • წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო – “მზი­ა­ნი ამინ­დი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღვი­ნო“

1995 წელს, რო­დე­საც ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო ვე­ტე­რან ქალ მო­ჭად­რა­კე­ებს შო­რის, ის უკვე წარ­მო­ად­გენ­და არა საბ­ჭო­თა კავ­შირს, არა­მედ უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს.

კი­თხვა­ზე თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ისეთ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა ასე­თი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი ამ­ხე­ლა დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ხუმ­რო­ბით პა­სუ­ხობს, რომ ამის სა­ი­დუმ­ლო “მზი­ა­ნი ამინ­დი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღვი­ნოა.“

წყარო – ამბები.ჯი

თეგები: ნონა გაფრინდაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved