• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამარჯვების გზა მტკიცე ერთიანობაში, სოლიდარობაში, ცხად ხედვასა და აქტიურ ბრძოლაშია – ენმ-ს განცხადება

ალია ავტორი - ალია
15:16 10-05-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციამ ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ ქვეყნის მიტაცებას და მზად არის გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისთვის. პარტიის შეფასებით, მმართველი ძალის მცდელობა, არჩევნებად წარმოდგენილი „რუსული სპეცოპერაციით“ ლეგიტიმაცია მოეპოვებინა, კრახით დასრულდა და კიდევ ერთხელ გამოავლინა რეჟიმის კრიზისი.

ენმ ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციამაც  უნდა გააცნობიეროს მომენტის მნიშვნელობა – ცალკეული ლიდერების თავგანწირვა საკმარისი არ არის, გამარჯვება მხოლოდ ერთიანობით, სოლიდარობითა და აქტიური, მიზანმიმართული მოქმედებით მიიღწევა.

პარტიის განცხადებით, ბრძოლა რუსეთის იმპერიალიზმისა და მის მიერ მართული რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო არ გახდება თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო.

 

2025 წლის 4 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრებით კვლავ მტკიცედ აჩვენა ცხადი პოლიტიკური მოცემულობა და ერის ურყევი ნება:

ქართველი ხალხი არ ურიგდება ივანიშვილის რუსული მარიონეტული რეჟიმის მიერ ქვეყნის მიტაცებას და მთელი მსოფლიოს გასაგონად ადასტურებს რეჟიმის არალეგიტიმურობას.

საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ან ფიზიკურად არის ჩართული ეროვნულ წინააღმდეგობაში, ან მხარს უჭერს და აძლიერებს მას.

ივანიშვილის რეჟიმის განწირული მცდელობა, მოეხდინა მოცემულობის ნორმალიზება, ლეგიტიმაციის მარცვალი შეეძინა არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაციით – ჩავარდა. მსოფლიომ დაინახა და შეაფასა – ქართველი ხალხი დგას წინააღმდეგობის ფრონტზე და არ არის რუსული სპეცოპერაციის სტატისტი.

ამ სპეცოპერაციამ უკუშედეგიც გამოიღო – კიდევ ერთხელ ცხადად გამოავლინა ივანიშვილის რეჟიმის კრიზისი და დასასრულის მოახლოება. ყალბი, უკონკურენტო, სანდო საერთაშორისო
დამკვირვებლების გარეშე მოწყობილი პროცესის პირობებში მიღებულმა რიცხვებმა აჩვენა, რომ -ჩვეული ზეწოლის, დაშინების, იძულების, მოსყიდვის, შანტაჟის გზით მობილიზებული, რეჟიმის პასიურად მორჩილი აუდიტორია 20 %-ის ფარგლებში ჩამოქვეითდა, რაც რეჟიმის გარდაუვალი კოლაფსის სიმპტომია.

4 ოქტომბრის არჩევანი – წინააღმდეგობა თუ რუსული სპეცოპერაციის სტატისტობა, წყალგამყოფი აღმოჩნდა იმ პოლიტიკური ძალებისთვისაც, რომელთაც ზურგი აქციეს საკუთარი მხარდამჭერების უმრავლესობასაც და ამ ფარსში ჩაბმით რეჟიმის დანამატად ოფიციალურად გაფორმდნენ.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, რეჟიმმა დაატყვევა ირაკლი ნადირაძე – ადამიანი, რომელმაც არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენა. მისი და ყველა პოლიტიკური პატიმრის სიმამაცე გაგვაძლიერებს და შეგვახსენებს, რომ დიქტატურასთან ბრძოლა შინაგან სიმტკიცეს და სრულ თავდადებას მოითხოვს.

4 ოქტომბერი გაკვეთილია წინააღმდეგობის ეროვნული მოძრაობისთვისაც: ცალკეული ლიდერების თუ მებრძოლების პირადი რისკი და თავგანწირვა გარდატეხისათვის საკმარისი არ არის. გამარჯვების გზა მტკიცე ერთიანობაში, სოლიდარობაში, ცხად ხედვასა და მოქმედებაში და აქტიურ ბრძოლაშია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, აგრძელებს ბრძოლას მსოფლიო ბოროტების – რუსული იმპერიალიზმის და მისი მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში დატყვევებული და დაზარალებული თითოეული მოქალაქის სახელი სანუკვარი სიმბოლო და მემკვიდრეობა იქნება თავისუფალი, დემოკრატიული და ძლიერი საქართველოს მომავალი თაობებისათვის.
დიდება გმირებს!
🇬🇪 გამარჯვება მოახლოებულია!, – ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved