• რეკლამა
  • კონტაქტი
05:13, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა. – „ნებდებიან ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს“

ალია ავტორი - ალია
15:40 08-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
494

ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

ცნობისთვის, დავით ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლით აქვს წარდგენილი.

დავით ხომერიკმა, მოსამართლეს, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე უთხრა:

პირველ რიგში, თედოს ამბავი ძალიან გამიხარდა, თედოს ნაჩუქარი სამაჯურია ეს, ხელზე რომ მიკეთია, სხვათა შორის. 

სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა ყველანი, სადაც სიმართლე დასჯადია. ჩვენ ამ ბრძოლაში რახანია ერთად ვართ საერთო ღირებულებების გამო – ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. გზა ამ
მიზნისკენ ეკლებითაა სავსე, მას თავისუფალ სამშობლომდე მივყავართ. არ მესმის, რატომ უნდა ისჯებოდნენ ადამიანები სიმართლისთვის ბრძოლის გამო?!

მუსიკა და ხელოვნება აღმოჩნდა ჩემთვის ის მთავარი რამ, რითიც გამოვხატავდი ჩემს პროტესტს. მჯერა, მუსიკა მშვიდობის მთავარი ინსტრუმენტია. პროტესტს სულ მშვიდობიანად გამოვხატავდი, მუსიკით ხშირად. ყველაფერი გავრილოვის ღამეს დაიწყო – სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ ხალხს, დაზიანდნენ ჩემი მეგობრები, ამან წარუშლელი კვალი დატოვა მათ ჯანმრთელობაზე – აქ იკვეთება რუსეთის როლი, ის დღემდე გვებრძვის სხვადასხვა ფორმით. გავრილოვის ღამემ ჩემი პროტესტის შეგრძნებებსა და განცდებში მთავარი როლი ითამაშა. არაერთი დარბევის მომსწრე გავხდი – მთავრობა დაუპირისპირდა მშვიდობიან მოქალაქეებს ძალადობით.

ჩემი თითქმის 9-თვიან პატიმრობასა და პროკურატურის შეკერილ საქმეზე გეტყვით, რომ ამ საქმეში არ არსებობს არც ვიდოემტკიცებულება, არ არსებობს მომჩივანი, დაზარალებული, რაღაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდიო – არც ვიცი, რაზეა ლაპარაკი.

პატივცემულო მოსამართლე, მაინც მრჩება იმედი, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ალბათ, თქვენც გაძალებენ, აქციაზე დაკავებული ხალხი ციხეში გაუშვათ. თუმცა, გთხოვთ, იყავით სამართლიანი, რომ ხალხს დაუბრუნდეს სასამართლოს მიმართ ნდობა”- თქვა სინდისის პატიმარმა და დასძინა: „ნებდებიან ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved