• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გალფი, სუსი, ჩხარტიშვილი და რუსული ნავთობი – ხაბეიშვილის ბრიფინგი

ალია ავტორი - ალია
18:38 07-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და საქართველოში რუსული ნავთობის შემოტანის შესახებ ისაუბრა:

“იმ ფონზე, როცა უკიდურესად იზრდება საქართველოში საწვავის ფასი, იმ ფონზე, როცა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ისტორიულად ძვირი ფასის გადახდა საწვავში, ამასობაში ჩვენ გუშინ კიდევ ერთი ფაქტი ვნახეთ, როცა საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლით საქართველოში მოხვდეს რუსული სანქცირებული ნავთობი. გუშინ ეს “გალფმა” დაადასტურა და თქვა, რომ დიახ, “როსნეფტის” სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ საქართველოში. ეს პირდაპირ ნიშნავს რუსულ ეკონომიკაში ჩასხმულ თანხებს, ანუ ჩვენი ოკუპაციის, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის, მცოცავი ოკუპაციის გაძლიერებას, უკრაინელი ხალხის მკვლელობაში თანამონაწილეობას და ამ ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება.

ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, “გალფის” მთავარი პატრონი საქართველოში არის ბატონი ლილუაშვილი, სუს-ის ხელმძღვანელი, რომელმაც თავის დროზე ბატონი ვლადიმერ ხუნდაძე დანიშნა ფინანსთა სამინისტროში, რომელიც კურირებს საბაჟოზე ამ ტვირთების გატარება-არგატარების საკითხს.

ასევე მნიშვნელოვანია, ფოთის პორტში ერთ ფეოდალი კაცი, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენის, ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ფოთის პორტში მსგავსი ტვირთების გატარებას და ამ კრიმინალური საქმიანობის განხორციელებას… უნდა იცოდეს ვანო ჩხარტიშვილმა პირადად, ფოთის პორტთან დაკავშირებით, სადაც ფაქტობრივად გადასახადებს არ იხდის და იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის მთავარი საყრდენი მათ შორის “როსნეფტის” და “პეტროკასის”, ჩვენ უახლოეს პერიოდში ამ თემებთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული კვლევები და მტკიცებულები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენმა პარტნიორებმა – აშშ-მა, ევროკავშირმა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორც კომპანიების, ისე ადამიანების დასანქცირებისთვის”

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved