• რეკლამა
  • კონტაქტი
11:25, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გახსოვთ, ბაჩო ახალაიამ საკუთარი დედის პანაშვიდზე დასწრებაზე უარი რომ თქვა?.. ეგებ ეს გაითვალიწინოთ ოპოზიციონერებო“

ალია ავტორი - ალია
16:22 03-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ამ დღეებში ბევრს ლაპარაკობენ ოპოზიციის შესაძლებელ კომპრომისზე, თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გაანთავისუფლებს. ჰოდა ვზივარ ჩემთვის და ვფიქრობ: აი მე ვარ პოლიტპატიმარი. დამაპატიმრა ხელისუფლებამ სხვა საბაბით, მაგრამ სინამდვილეში მიზეზი ჩემი პოლიტიკური შეხედულებები და მიზნებია და როცა ამ ხელისუფლებას უზურპატორს და ტირანს ვუწოდებ, ეს ჩემთვის არ უნდა იყოს მოულოდნელი. ჩემი თანამოაზრეები აგრძელებენ ჩვენს საერთო ბრძოლას, რომელსაც კიდევ ერთი მოთხოვნა ემატება – ჩემი განთავისუფლება. შეწყალება კი არა, განთავისუფლება. ყველა მოლაპარაკებას, რა თქმა უნდა, თან ახლავს კომპრომისები. არც პოლიტპატიმრის განთავისუფლების მოთხოვნაა გამონაკლისი. მაგრამ! თუ ჩემს განთავისუფლებაში ჩემმა თანამოაზრეებმა ის ფასი უნდა გადაიხადონ, რისთვისაც სინამდვილეში დამიჭირეს და ამ შემთხვევაში ეს რიგგარეშე არჩევნებია, მინდა კი მე ამ ფასად თავისუფლება?! მაშინ საერთოდ რატომ ვიბრძოდი და რატომ დავაჭერინე თავი, თუ ის უნდა დავთმო, რისთვისაც ციხეში ჩავჯექი?! ჰოდა, არა – მე თუ პოლიტპატიმარი ვარ, ამ ფასად თავისუფლება არ მინდა, რადგან ამით ჩემ თავგანწირვასაც აზრი ეკარგება და საბოლოო შედეგი – ზერო! არასოდეს არაფერზე ისეთზე თავს არ ვდებ, რაც საკუთარ თავზე არ მაქვს გამოცდილი და ზუსტად არ ვიცი, როგორც მოვიქცეოდი. ამ შემთხვევაში დანამდვილებით ვიცი, რომ მე ასეთ ფასად თავისუფლება არ მინდა და ბრძოლის გაგრძელებას ვირჩევ. ეგებ ეს გაითვალიწინოთ ოპოზიციონერებო, როცა მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებით, თან ისიც გახსოვდეთ ვის ელაპარაკებით – ამ ქვეყნის მტრებს და გადამგდებებს. ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე დღევანდელ პოლიტპატიმარს სურდეს რიგგარეშე არჩევნების, ანუ ამ ქვეყნის მომავლის დათმობის ფასად განთავისუფლება. გახსოვთ, ბაჩო ახალაიამ საკუთარი დედის პანაშვიდზე დასწრებაზე უარი რომ თქვა, რადგან არ უნდოდა ამ ხელისუფლების მიერვე ბორკილებდადებულს ამ “მოწყალებით” ესარგებლა? ღირსება ყოველთვის უნდა შეინარჩუნო, მით უმეტეს პოლიტიკაში და მით უმეტეს – ასეთ დროს. უნდათ კი პოლიტპატიმრებს მთავარ მიზანში რომ გაიცვალონ? იფიქრეთ ამაზე, გთხოვთ“

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved