• რეკლამა
  • კონტაქტი
14:31, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარიას ვუცხადებ მორატორიუმს, ახლა სახელმწიფო საკითხი წყდება – ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
23:54 03-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
388
 ფორმულას ეთერში პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, განაცხადა:

ძალიან მრცხვენია იმ ურთიერთობის, რომელიც ამ ხალხთან მქონდა. ამიტომ სერგეენკოს და ჩაჩიბაიას მინდა მადლობა გადავუხადო პრინციპულობისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ვინმე სწორ რამეს აკეთებს ამ ქვეყანაში, უნდა ვუთხრათ, რომ სწორია, მართალია. ასე შავი და თეთრი არ არსებობს. არსებობს სწორი პოზიცია და არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი პარტიიდან გააჟღერებს ამ სწორ პოზიციას.

და ერთი მთავარი. ჩვენ ახლა უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი. არანაირი ურთიერთკამათი და თავდასხმა ოპოზიციაზე. მე ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგალითად, კონკრეტულად გახარიას პიროვნებასთან და მის პოლიტიკასთან… არა პიროვნული, არამედ მისი პოლიტიკა, რომელსაც შეეწირა უამრავი კეთილდღეობა, კონკრეტულად ანაკლიის პორტი. აი, მე, მამუკა ხაზარაძე ვაცხადებ, რომ, ესე ვთქვათ, ვადებ მორატორიუმს იმ კითხვებს, რომლებიც მე ამ ადამიანთან მაქვს და ამ კითხვებს გავხსნი, როცა იქნება წინასაარჩევნო მარათონი. მანამდე, ყველას ერთად გადასარჩენი გვაქვს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა თუ ვერ გადავარჩინეთ და რუსეთში შეათრიეს, მაშინ ეს კითხვები აღარავის დასჭირდება და გაახსენდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ამ კითხვებს მას არ დავუსვამ. თუმცა ახლა, ერთი წამით, ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ და ამ ახალგაზრდებს გვერდში დავუდგეთ, რათა ჩვენ სასწორზე საქართველოს ხვალინდელი დღე დგას.

ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები მიეჩვიონ თავისი ამბიციების და პოზიციების დაქვემდებარებას სახელმწიფოებრივ საკითხებთან. ახლა ჩვენთან მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხი წყდება. ამიტომ მე ამ მაგალითს ვიძლევი, სულ ამ მაგალითით ვცხოვრობ და გავაგრძელებ ამ მაგალითით ცხოვრებას. კიდევ ვიმეორებ, არანაირ კითხვებს არ ვხსნი და ვადებ მორატორიუმს.

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved