• რეკლამა
  • კონტაქტი
14:23, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარიას რატომ ახსენებენ, გეტყვით… ოხანაშვილი უთავმოყვარეო შემსრულებელია” – ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
15:35 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, “ტვ პირველთან” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბრისას, ამბობს:

“ამ უწესო წესს იყენებენ დეკემბრის ბოლოს.. საგანგებო სხდომის დროს, როდესაც დაჩქარებული წესით შემოგაქვს ასეთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ცვლის დამოუკიდებელ საგამოძიებო ინსტიტუტს და ისე ცვლი, რომ არავის ატყობინებ, აკეთებ პარტიზანული წესით, ეს ისეთი ღია შურისძიების ოპერაციაა, რომ დიდი დიაგნოზი არ სჭირდება. 2013 წლიდან ვიბრძვით ამ სამსახურის შესაქმნელად. არ მისაუბრია აქამდე, მაგრამ ძალიან დიდი შიდა ჭიდილი იყო, რომ ეს სამსახური შექმნილიყო. როგორც კი დაიწყო ამ სამსახურმა დამოუკიდებელი მოქმედება, აჩვენა რომ ობიექტური დასკვები დადო, ინსპექტორს პარლამენტი ირჩევს და პარლამენტის გარეშე მისი გათავისუფლება არავის შეუძლია. რითი შეიძლება გაანეიტრალონ? მოდი მოვიფიქროთ კანონში ცვლილება, გავყოთ ეს სამსახური და დავაბრალოთ ყველას გათავისუფლება რეორგანიზაციას.

კვირიკაშვილმა დაუჭირა მხარი მთავრობის დონეზე ამ სამსახურის შემქნას, თავის დროზე. მე განსაკუთრებით ვლობირებდი მის შემქნას. გახარიას რატომ ახსენებენ გეტყვით – ლონდა თოლორაია არჩეული იყო გახარიას პერიოდში, ამიტომ აკავშირებენ, თორემ, გახარიას დროს არ შექმნილა ეს სამსახური, ჯერ თამარ ქალდანი ავირჩიეთ ჩვენ. იცით რა მანდატი აქვს? შეუძლია რეალურ დროში სატელეფონონ კომუნიკაციების მოსმენა. იცით რამდენი გაუქმება აქვს მოსმენების? ეს ხდებოდა ქალდანის დროსაც და ლონდა თოლორაიას დროსაც. ვხედავდი, როგორ ძლიერდებოდა ეს სამსახური და გადაწყვიტეს დასჯა. ეს უმაღლეს პოლიტიკურ ვერტიკალში მიღებული გადაწყვეტილებაა.

ვარაუდით უნდა ვთქვა, არ ვიცი, ივანიშვილთან ვის რა კომუნიკაცია აქვს, მაგრამ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა ეს გადაწყვეტილება მიღებული და არა ოხანაშვილის დონეზე. ოხანაშვილი არის ყველაფერის შემსრულებელი, უთავმოყვარეო… ავტორი არაფორმალურად იქნება, რასაც დაავალებენ არც კი შეეწინააღმდეგება, იმიტომ ზის იმ თანამდებობაზე, ყველაფერზე თავს უკრავს…

მიხეილ სარჯველაძეს მინდა მივმართო, მაშინ ის გამოდიოდა ჩემთან კომიტეტზე და მხარს უჭერდა, როდესაც ასეთ დიდ დარტყმას აყენებენ ადამიანის უფლებებს, აუცილებლად უნდა ილაპარაკოს.

ამას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვება.”

თეგები: ეკა ბესელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved