„ძირითადად გახარია ბოლო პერიოდში ხმებს ართმევს ოპოზიციას, მისი გამპიარებლები არიან სწორედ მათი პარტიული ტელევიზიები. გუშინ იხილეთ ტვ პირველში ფერებიც კი გახარიაზე იყო მორგებული, ლოგოები და ა.შ. მთავარი გამპიარებელი გახარიასი არის ტვ პირველი, მაგრამ სხვა არხებიც არ აკლებენ…
მათ აქვთ ზედაპირული გათვლა, რომ გახარია თუ იქნება რეიტინგული, ის დააჯდება ჩვენს ხმებს და იქნება მელია გაიყვანოს მეორე ტურში“, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კომენტარები