• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარია, ტყუილსაც საზღვარი აქვს” – რა ტყუილი იპოვნა ვაშაძემ სამთავრობო პროგრამაში?

ალია ავტორი - ალია
14:41 05-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

“ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

„ხელში მაქვს ორი დოკუმენტი– პირველი ეს არის სამთავრობო პროგრამა, სადაც მითითებულია, რომ სოფელში მაცხოვრებელი ადამიანები საკუთარი მიწის დამუშავებისთვის 1ლარიან ფასდაკლებას მიიღებენ დიზელის საწვავზე, მეორე დოკუმენტი კი არის სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ამ პროგრამაში მხოლოდ 16 თეთრი იქნება ფასდაკლება ადამიანებისთვის, რომ მიიღონ დიზელის საწვავი.

უფრო მეტიც ეს ადამიანები მიდიან იუსტიციის სახლებში და მათ სთხოვენ ყველა კომლის შემადგენლის ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას. თითო ასეთი მინდობილობა თითო ადამიანზე 15 ლარია.

სოფლის მოსახლეობას 4–ჯერ მეტი დანახარჯის გაწევა უწევს მინდობილობის მიღებაზე, ვიდრე ამ 16 თეთრიანი და არა 1 ლარიანი ფასდაკლების მიღებაზე.

ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ ბატონი გახარია არის ტელევიზიაში პრანჭვით დაკავებული და მეტი არაფერი. არანაირ საქმეს ის არ აკეთებს, ეს არ არის არანაირი ზრუნვა სოფელზე და ადამიანებზე.

რაც შეეხება გრანტებს, კარგად ვიცით რომ გლეხი, რომელიც სოფელში ცხოვრობს გრანტს ვერ მიიღებს, გრანტს მიიღებს ისევ მათი პარტაქტივი, კორუფციულად მათი მეგობრები, მათი ნათესავები, ბიძაშვილები და არა საქართველოს მოქალაქეები. წარმოუდგენელია უბრალოდ აი ეს ბიუროკრატიული, შეუგნებელი ტვინი, რომელიც ამ ადამიანებს აქვს.

მეგობრებო გონს მოეგეთ, ქვეყანა უმძიმეს ვითარებაშია, ჩვენ გვემუქრება სასურსათო კრიზისი და შიმშილი. ყველა ასეთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მოგიწოდებთ და გეუბნებით, რომ აკეთეთ საქმე და ნუ იქნებით საქმის იმიტაციით დაკავებული. სჯობდა თუ რაიმე თანხის დახარჯვა არის დაგეგმილი ეს თანხა პირდაპირ დაგვერიგებინა სოფლის მოსახლეობისთვის და ისინი თვითონ გადაწყვეტდა უნდოდა დიზელის აღება თუ ა.შ.

16 თეთრიანი ფასდაკლება ნებისმიერ მცირე ორგანიზაციამ, რომ გააფორმოთ რომელიმე ბენზინის დისტრიბუტორ კომპანიასთან კონტრაქტი, თქვენ 16 თეთრიან ფასდაკლებას გაგიკეთებენ. ფასდაკლება. რეალურად არცერთი კაპიკი არ იხარჯება სოფლისთვის, ეს არის თვითონ კომპანიის ფასდაკლების პროგრამა. კომპანიებიც კრიზისში არიან, ვერ ყიდიან ბენზინს და დიზელს, შესაბამისად დაგროვებული აქვთ ძვირად შეძენილი დიზელი და ეხლა სჭირდებათ, რომ უბრალოდ ამოყიდონ, ანუ ეს არის ჩვეულებრივი საპრომოუშენო პროგრამა და ამას სოფლის ზრუნვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სახელმწიფო ამბობს, რომ 1 თეთრს დაგიკლებთო, სოკარი კი ამბობს, რომ 16 თეთრს დაგიკლებთო და ახლა რომელი ტყუის ეს მათ გაგვაგებინონ. მივმართავ გახარიას ნუთუ არ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამჟღავნდება, ტყუილსაც ხომ საზღვარი აქვს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved