მწერალი, ნაირა გელაშვილი “ფორმულასთან” ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე საუბრობს:
“დღეს ვისაც დარჩენია ადეკვატური მგრძნობელობა და საღი აზრი, ყველა არის გულგანგმირული და აღშფოთებული.
დღევანდელ ხელისუფლებას წესიერი, უანგარო, მოაზროვნე და სამშობლოს მოყვარული მხარდამჭერი აღარა ჰყავს და “ქართულმა ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ ის ხალხის გარეშე არსებობს.
სამივე ხელმომწერი: გიორგი გახარია, ნათია თურნავა და დავითაშვილი, არიან სახელმწიფოს მოღალატეები, რომლებიც უნდა გასამართლდნენ. მსგავსი ხელშეკრულება შეუძლებელია სადმე მოიძიოთ, გარდა დაქცეული ქვეყნებისა, რომელთა მთავრობები უბრალოდ ყიდიან თავიანთ ქვეყანას!”
კომენტარები