გახარიას გუნდში მიაჩნიათ, რომ დებატებში მონაწილეობა აუცილებელია, თუნდაც ეს “ოცნების” მხრიდან თავსმოხვეული ფორმატი იყოს, თუმცა, მათაც საკუთარი პირობები აქვთ დებატებისთვის:
“მიუხედავად ნებისმიერი ფორმატის, რაც არ უნდა თავსმოხვეული ფორმატი იყოს “ოცნების” მხრიდან, დებატებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. იმისთვის, რომ “ოცნებას” საკუთარ მოედანზე, პირში ვუთხრათ სიმართლე. გახარიასთვის ოპონენტი იქნება ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ და მხოლოდ. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია რომ ირაკლი კობახიძესთან დებატებში არ დაჯდება, მემგონი, თქვენც კარგად ხვდებით, – ამბობს გიორგი შარაშიძე.














კომენტარები