• რეკლამა
  • კონტაქტი
04:45, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარია “ენმ”-ს და “ოცნებას” სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
14:01 10-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

პარტია “საქართველოსთვის” “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას” საკრებულოების თავმჯდომარეების არჩევის საკითხზე ღია, სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, საკრებულოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით როგორც მმართველი გუნდი, ისე ენმ, მათთან შეთანხმებას “ფარულად ცდილობენ” და სთხოვენ, კონკრეტულ კანდიდატურებს მხარი დაუჭირონ. 

მისი თქმით, “ოცნება” მათი პარტიის წარმომადგენლების გადასაბირებლად სხვადასხვა “ბინძურ მეთოდებსაც” მიმართავს. 

“ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა გვქონდეს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ “ოცნება”, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობა” გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში, მიაღწიონ ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.

გარდა ამისა, “ოცნება” ცდილობს ჩვენი საკრებულოს წევრებზე ზემოქმედებით, სხვადასხვა ბინძური მეთდებით, მათი გადაბირების შედეგი დააყენოს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს მსხვილ მუნიციპალიტეტებში ერთპარტიული საკრებულოები, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ის დავალება, რომელიც ამომრჩეველმა მოგვცა – ვებრძოლოთ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას.

მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა არ შეიქმნას კრიზისი მუნიციპალიტეტების დონეზე. ქალაქებმა უნდა იფუნქციონირონ, საკრებულომ უნდა იფუნქციონიროს. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”, ღია ფორმატში, სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება”, – თქვა გიორგი გახარიამ. 

მანვე აღნიშნა, რომ თუ სამმრხივ ფორმატში მხარეები შეთანხმდებიან, პარტია “საქართველოსთვის” შერჩეულ კანდიდატებს მხარს უპირობოდ დაუჭერს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “ძალთა ბალანსის პრინციპით იმოქმედებენ”.

“ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ საკრებულოში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა, მოილაპარაკონ ისე, რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული. თუ ამ ფორმატში რომელიმე მხარე არ ისურვებს მონაწილეობას მიღებას ან ვერ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ ვიმოქმედებთ იგივე ჩვენთვის ფუნდამენტური პრინციპით – ძალთა ბალანსის, რომ არ დავუშვათ არცერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება”, – აღნიშნა გახარიამ.

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved