• რეკლამა
  • კონტაქტი
08:25, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარია ასე, ქუჩაში ეძებდა მოადგილეს…” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:24 11-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,489

ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:

“ხშირად მეკითხებიან რატომ არ წავედი საზღვარგარეთ. ახლაც ბევრი მიჩიჩინებს, ნათია, წადი, რას აკლავ თავს. პარალელურად, თვე არ გავა იმ ადამიანების წასვლის შესახებ არ გავიგო, ქვეყნისთვის ბევრი სარგებელის მოტანა რომ შეუძლიათ ნებისმიერი პლატფორმიდან. ამ პოსტს იმ ადამიანებს ვუძღვნი, ვინც დასავლეთში განათლება მიიღო, ვისთვისაც წასვლა გადარჩენის ტოლფასი არ არის და მაინც მიდის.
რატომ არ წავედი იცით და რატომ არ ვაპირებ არსად წასვლას? იმიტომ, რომ ჯერ არ გადამიწურავს ქვეყნის უკეთესი მომავლის იმედი და ღრმად მწამს, ასეთი მომავლის უზრუნველსაყოფად ჩემ წილ გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს!
შემეძლო წასვლა? რა თქმა უნდა. არაერთხელ. ყველაზე კარგი მომენტი 2017 წელს მქონდა. შეიძლება სამყარო ვერ გადავარჩინე, მაგრამ რომ წავსულიყავი, არ იქნებოდა ბევრი რეფორმა, რამაც ადამიანებს და ქვეყანას სიკეთე მოუტანა.
2017 წელს გახარია რომ გავიცანი (ვინც არ იცით, არ ვიცნობდი, მოადგილეს ეძებდა, დიახ, ოცნების ფობიებით შეპყრობილი ლიდერშიპისგან განსხვავებით, ასე ქუჩაში ეძებდა მოადგილეს), ამერიკაში BAR-ის გამოცდის ჩასაბარებლად ვემზადებოდი. მოადგილეობის შემოთავაზებას დიდად არ მოვუხიბლივარ, მახსოვს მეგობრების „კონსილიუმი“ მოვიწვიე და კარგა ხანს ვმსჯელობდით. არც ხელფასი, არაფერი მომითხოვია, მხოლოდ ის ვიკითხე, მოქმედების თავისუფლება თუ მექნებოდა. ფაქტობრივად, უცნობ ადამიანს სიტყვაზე ვენდე და არასოდეს მინანია. და შემდგეგ იყო ბევრი კარგი საქმე (რა თქმა უნდა შეცდომებთან ერთად).
ჩვენთან თანამდებობა ჯერ კიდევ სიმდიდრესთან და კარგ ცხოვრებასთან ასოცირდება და ალბათ, გარე თვალი მეც ასე მიყურებდა, მაგრამ ვინც მიცნობს, იცის – რითიც მივედი, იმით წამოვედი და ძალიან ვამაყობ. ეს არის მათ შორის ის მიზეზი, რის გამოც წელში გამართული დავდივარ. მიხარია, რომ უამრავ ადამიანს მივეცი ნეპოტიზმის გარეშე წინსვლის შესაძლებლობა ისე, როგორც მე მომცეს.
თანამდებობა ჩემი ნებით დავტოვე (ბევრმა ვერ გაიგო) ისე, რომ წასასვლელი მოგვარებული არსად მქონდა. დავტოვე იმიტომ, რომ იმ პოზიტიურ როლს ვეღარ ვასრულებდი, რაშიც თანამდებობები ყოველთვის მეხმარებოდა. ამიტომ ვარ და ვიქნები შეუწყნარებელი ყველა იმ თანამდებობის პირის მიმართ, ვისთვისაც ხელისუფლების ანტი-დასავლური პროპაგანდა წითელი ხაზი არ აღმოჩნდა და თანამდებობებს ისე ინარჩუნებენ, ვითომ მათ ეს არ ეხება (ჩვენს შორის მუდამ იქნება ღირებულებითი ხიდჩატეხილობა).
წამოსვლის შემდეგ ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაცდური, მაღალანაზღაურებადი, მშვიდი ცხოვრებით, მათ შორის საზღვარგარეთ, მაგრამ იქ ვარ, სადაც ვარ იმიტომ, რომ მჯერა უკეთესი მომავლის იდეის და ამ იდეის განხორციელებაში ჩემი როლის. მშვიდი ცხოვრება მოიცდის მანამდე, სანამ მინიმუმ ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილს იმ გამოცდილების მიღების ბუნებრივი, კონკურენტუნარიანი შესაძლებლობები არ გაუჩნდებათ, რაც მე მივიღე ბრძოლით.
მესმის, უკიდურესად რთული და ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაა. ადამიანებმა მოტივაცია დაკარგეს. მიზანს ვერ ხედავენ. მაგრამ მაინც ცოტა ეგოისტურად შეუწყნარებელი ვარ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც შეუძლია იბრძოლოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ვისაც თვითგადარჩენის პრობლემა არ უდგას და მიდის, ან სასათბურე პირობებს ირჩევს. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც ლუკმა-პურისთვის უწევთ ბრძოლა (და რაც პირადად მაქვს გამოცდილი ახლობლებზე).
მე ჩემს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებ და მიზნიდან ვერავინ გადამახვევინებს (სხვაგვარად აქ არ ვიდგებოდი), მაგრამ ჩემნაირ ახალგაზრდებს მინდა მოგიწოდოთ, რომ არ წახვიდეთ, იმედი არ დაკარგოთ და იბრძოლოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. უფრო პირდაპირი რომ ვიყო, შეასრულეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე! ალბათ კითხვა დაისმევა – აბა პერსპექტივა რომ არ არის? არც არასოდეს გაჩნდება თუ არ გავიჭირვეთ და ვიბრძოლეთ. არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე შეგრძნება იმისა, რომ ქვეყანას რაღაცა გაუკეთე.
მშვიდი ცხოვრება მოიცდის, მოიცდის მანამდე, სანამ ეს სიმშვიდე და კეთილდღეობა ამ ქვეყნის მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი არ გახდება.”
თეგები: გიორგი გახარიანათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved