• რეკლამა
  • კონტაქტი
17:00, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გახარია არის ერთადერთი პოლიტიკოსი, ვისაც პირად მტრად ვთვლი” – ნიკა ქავთარაძე

ალია ავტორი - ალია
19:05 07-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25,383

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე:

,,ცოოტა გრძლად #გახარიაზე

გახარიას პარტიაში ძალიან ახლო ადამიანები მყავს და მათ არასდროს ვატკენ გულს.
თუმცა – გახარია არის ერთადერთი პოლიტიკოსი, ვისაც პირად მტრად ვთვლი. 47 წლის მოვკვდები, თუ 97-ის ამას უბრალოდ არაფერი შეცვლის.
მიზეზი არის 2018 წლის 20 ოქტომბერი, როცა ორ ბავშვთან ერთად მყოფი (14 და 4 წლის), სრულიად უმიზეზოდ წამიყვანეს თბილისის სამმართველოში.
ბავშვების სტრესის აღწერა არ მინდა, დიდი ბიჭები არიან ახლა, მაგრამ ჩემსას გეტყვით.
რადგან არც კი გახსოვდეთ შეიძლება.
მაგ დღეს, დედაენის ბაღში, “გირჩის” პოლიტიკური აქტი დაორგანიზდა- “მარიხუანას ფესტივალის” სახელით. სადაც ჯაფარამ ჯოინთები გადასცა რამდენიმე ადამიანს და საზოგადოებას დაანახა, რომ ასეთი ქმედების გამო ადამიანებს ციხეში არ უნდა უშვებდეს სისტემა.
მე მაგ დროს დაახლებით ერთი წლის გაწყვეტილი მქონდა “გირჩთან” აქტიური კავშირი და არც ამ ფესტივალის ორგანიზებასთან მქონდა რამე კავშირი.
გახარია შსს მინისტრი იყო მაგ დროს!

ზუსტად მაგ დროს, ჩემ შვილთან, და ჩემ შვილობილთან ერთად მანქანით მივდიოდი, ჩემი შვილის საფეხბურთო მატჩზე. თემქაზე – ფესტივალი იყო დედაენის ბაღში!სტადიონთან მისულებს, გვერდით ამოგვიდგა კრიმინალური პოლიციის ავტომობილი. რომლიდანაც გადმოვიდა სამი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი, წარმომიდგინეს პოლიციელების დამადასტურებელი მოწმობები და მითხრეს, რომ გასაუბრებისთვის ცოტა ხნით უნდა წავყვე პოლიციაში. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, ჯაფარასთან და რამდენიმე ლიდერთან ერთად, “გირჩთან” ასოცირებული ადამიანები სხვადასხვა ადგილას დააკავეს. მათ შორის ტორესა, სადღაც კახეთის გზატკეცილზე – ჩემთან ერთად სულ 11 ადამიანი. ამიტომ პოლიციელების მოთხოვნის მიზეზს მივხვდი. ვცადე ამეხსნა მათთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაკავების და პოლიციაში გადაყვანის მიზეზს არ მიხსნიდნენ, მე ზუსტად ვიცოდი, რატომ მიჭერდნენ. თუმცა არანაირი კავშირი არ მქონდა
“გირჩის” ღონისძიებასთან. რაც მათაც უნდა სცოდნოდათ, რადგან ფაქტი იყო ჩემ ტელეფონს უსმენდნენ და მითვალთვალებდნენ, სხვაგვარად ვერც ჩემ ადგილსამყოფელს გაიგებდნენ და ვერ მიპოვნიდნენ. ჩემი უარი არ მიიღეს. ტყუილში დასარწმუნებლად მთავაზობდნენ იქვე დამეტოვებინა 5 წლის ბავშვი. რადგან მალე დამაბრუნებდნენ.
ზუსტად ვიცოდი, რომ მინიმუმ გვიან ღამემდე არ გამომიშვებდნენ. სანდრო მატჩზე დარჩა. მე კი პოლიციელების მანქანით, შეშინებული და ატირებული 5 წლის ბავშვი წავიყვანე სახლში, დედასთან. იქიდან გავყევი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში.
დაკითხვის დაწყებამდე ჩამაბარებინეს ყველა ნივთი, რაც მქონდა. არცერთი მათგანი არ იყო კანონ საწინააღმდეგო. მათვე შემამოწმეს გარეგანი დათვალიერებით, რომ სხვა არაფერი მქონდა. ოფიციალური დაკითხვის დაწყებისას ჩამიტარეს კიდევ ერთხელ გარეგანი ჩხრეკა და ოქმში ჩაწერეს, რომ არაფერი არაკანონიერი არ გამაჩნდა.
დაკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 5 საათი. თავიდანვე გავაკეთე ოფიციალური განცხადება, რომ არანარი კავშირი პარტია “გირჩთან” ან მის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ აქტთან იმ ეტაპზე არ მქონდა. რომ არ ვიცი არცერთი ისეთი რამ, რაც ყველამ არ იცის მედიიდან და სოც ქსელებიდან. თუმცა ამის მიუხედავად კითხვებს მისვამდნენ, როგორც ორგანიზატორს. ამ 5 საათის განმავლობაში, ოთახში სათითაოდ შემოვიდა დაახლოებით 20 პოლიციელი. ყველა მათგანი იდენტურად იქცეოდა -კარს გააღებდა, შემოიხედავდა და ცინიკურად მეუბნებოდა “ უი, ნიკა, შენც აქ ხარ?”
დაკითხვა დასრულდა. პოლიციელი გავიდა ოქმის ამოსაბეჭდად. მეც ვიცი, რომ ყველაფერი დასრულდა და ხელის მოწერისთანავე უნდა გამიშვან. თუმცა კიდევ დაახლოებით 2 საათი ოქმის ამოსაბეჭდად გასული პოლიციელი არ დაბრუნდა. როგორც ჩანდა, ხელმძღვანელობისგან ჰქონდათ დავალება, რომ “გირჩის” არც ერთი სპიკერი გარეთ არ უნდა ყოფილიყო ვიდრე კარგად არ დაღამდებოდა.
ბოლოს შემოვიდა ეს პოლიციელი და მითხრა, ბრძანება მაქვს, ვიდრე ამას ხელს მოაწერ, კიდევ ერთხელ უნდა გაგჩხრიკოთო. ალბათ გახსოვთ, უკვე ორჯერ გამჩხრიკეს.
ამჯერად ჩვეულებრივი გაჩხრეკვა არ იკმარეს და სრულიად გამაშიშვლეს(!!!) და ისე გამჩხრიკეს. თან ზუსტად იცოდნენ, რომ
მხოლოდ შეურაცხყოფისთვის, რადგან არაფერი მე არ მქონდა!!
მათ მიერ ვითომ ფამილარული და ამავდროულად ირონიული საუბარი მსგავსი ფორმით გაჩხრეკვის პარალელურად იყო ერთერთი უმძიმესი წუთები ჩემს ცხოვრებაში.
ხოდა, გახარიას დდშვც პირადი მიზეზით და ყველას (20 ივნისი) მიზეზით იმათიც, ვინც უგულოდ და უტვინოდ არ მიიტანს გულთან ასეთ ამბავს!“

თეგები: გიორგი გახარიანიკა ქავთარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
ახალი ამბები

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

13:03 06-16-2026
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზება
ახალი ამბები

განაახლე ტექნიკა “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

12:55 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved