• რეკლამა
  • კონტაქტი
14:46, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაიჭირვებდა ადამიანი, მინი ტრაქტორს შეიძენდა, მაგრამ იმავე წელს მომპარავენ” – გამზარდია

ალია ავტორი - ალია
22:30 10-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:

“პოლიტიკური კონგლომერატები, პოლიტიკოსობას რომ იჩემებენ, რეალური პრობლემები არ აწუხებთ და თემებსაც კი ვერ პოულობენ, ვრრც ხედავენ. მაგალითად, აინტერესებს ვინმეს ისეთი რამ, როგორიცაა კრიმინალი რეგიონებში?
რეგიონებში სულ იყო კრიმინალი და ვერც ერთი მთავრობა იტყვის, მოვსპეთო. 2009 წელსაც კი იარაღით დამაყაჩაღეს. სოფლებში ეზოებში ნივთების დატოვება ეშინოდათ, რომ არ მოეპარათ. 7-8 წლის წინ, სოფელში, ეზოში გაფენილი სარეცხი მოგვპარეს ღამით (იმის შემდეგ, სარეცხს დილით ადრე ვრეცხავთ, რომ გაშრობა მოასწროს და საღამოს ავკრიფოთ).
შემოდგომაზე, კიდეც გახსოვთ, ვწერდი, სოფელში ცხაურები რომ მოგვპარეს არაერთ ოჯახს. დამნაშავეები ვერ დაიჭირეს, ცხაურებდ ვერ მიაგნეს, დღემდე ფიცრები გვიდევს ეზოს შემოსასვლელში და დიდი მანქანა ან ტრაქტორი, უბრალოდ, ვერ შემოვა. ტრაქტორი მყავს შემოსაყვანი, ვერ ვახერხებ და პრობლემა მაქვს.
სულ ვწერ, რომ თოხზე და ბარზე ვარ დღემდე. გაიჭირვებდა ადამიანი, აიღებდა ვალს და მინი ტრაქტორს შეიძენდა, მაგრამ არც კი ვფიქრობ ამას, რადგან იმავე წელს მომპარავენ. გამოდის, რომ რაღაც წარმოების განვითარების პერსპექტივასაც კი ვერ ვაღწევთ, რომ მოსახლეებმა ცოტა მეტი დავამუშაოთ და მეტი მოსავალიც მივიღოთ, რასაც სხვა შემთხვევაში, მხოლოდ თოხზე და ბარზე მუშაობით ვერ ვახერხებთ.
აინტერესებს ეს ვინმეს? ან ხელისუფლებისგან ან ოპოზიციური პოლიტიკოსებისგან გაგვიგია ვინმეს, რომ საკითხზე ემუშავათ? აღელვებს სოფლებში მცხოვრები ადამიანების იღბალი ვინმეს? – არ აღელვებს. ამ პრობლემებს თვითმმართველობები ვერ გაუმკლავდებიან, რადგან კრიმინალი რეგიონში მთელი ქვეყნის პრობლემაა და არავის, ვისაც ხელეწიფება, არც კი აწუხებს.
მერე იტყვით, გაუცხოვებულია ხალხი პოლიტიკოსებისგანო. რაც ადამიანებს აწუხებთ, თქვენთვის უინტერესოა და გულგრილები ხართ ყველას მიმართ, აი, ამიტომ…”
თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved