• რეკლამა
  • კონტაქტი
13:18, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაირკვა 35 წლის კაცის ვინაობა, რომელმაც მასთან სტუმრად მყოფი ბებია მოკლა

ალია ავტორი - ალია
11:16 02-15-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში უმძიმესი დანაშაული მოხდა. 35 წლის გიორგი მამულაშვილმა 84 წლის ბებიას ნანული გურგენიძეს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში ნაჯახით მიაყენა და მოხუცი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, დამნაშავე შვილიშვილია. სახლში მხოლოდ ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდნენ, როცა მან მკვლელობა ჩაიდინა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავემ ბათუმში მყოფ მეგობარს დაურეკა და უთხრა, რომ მან ბებია მოკლა. მეზობლების თქმით, მეგობარმა აცნობა მომხდარი პოლიციას და სწორედ ამის შემდეგ მივიდნენ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე. იქ უმძიმესი სურათი დახვდათ.

ადგილობრივების თქმით, დამნაშავე პოლიციის დანახვის შემდეგ მიმალვას შეეცადა, მაგრამ ის სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებამდე რამდენჯერმე გაისროლეს, დამნაშავეს მოუწოდეს, რომ არ გაქცეულიყო და პოლიციის მოთხოვნას დამორჩილებოდა.

„ამბობენ, რომ ბებია ბიჭმა ნაჯახით მოკლა. მოხუცი ამ სოფელში არ ცხოვრობდა, რაჭაში ცხოვრობს, მაგრამ ეტყობა ზამთარში ჩამოყვანილი ჰყავდათ სოფელში. ამ ბიჭს აქვს ფსიქიკური პრობლემები, რა მოხდა სახლში არ ვიცით, ფაქტია, რომ ნაჯახით ჰყავს მოკლული საწყალი ქალი, ამის შემდეგ დაურეკავს ბათუმში მეგობრისთვის და უთქვამს ბებია მოვკალიო. იმ მეგობარს გამოუძახია პოლიცია და სახლში რომ შესულან, ქალი იატაკზე ეგდოო, ის უკვე გარდაცვლილი იყო. სასწრაფოც მოვიდა, მაგრამ რას უშველიდნენ, მოკლული იყო.

როგორც ჩანს, ღამით მოკლა, დილით ადრე ეს ბიჭი მეზობლის სახლში შესულა და მისთვის უთქვამს ტელეფონი დამატენინეო. იმას უთქვამს ასე ადრე აქ რა გინდაო, მერე იქიდან გაქცეულა ყვირილით, არ მოვკალიო, თქვა თურმე და თავში თურმე ხელებს იშენდა და იქიდან წასულა. მერე გაირკვა, რომ ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინა.

ამ ბიჭს მე პირადად არ ვიცნობ, რადგან ის ამ სოფელში არ ცხოვრობს. აქ აქვთ სახლი, სადაც პერიოდულად ჩამოდიოდა. არც მოკლული ქალბატონია ადგილობრივი, ისიც შვილთან იყო ჩამოსული. თვითონ რაჭაში ცხოვრობს. მკვლელობაში ბრალდებულის დედის დედინაცვალი იყო. მოხუცს ამ ბიჭთან კარგი ურთიერთობა ჰქონდაო, არც ერთმა მეზობელმა არ იცის მიზეზი თუ რატომ მოკლა ბებო. ახლოს ვინც ცხოვრობს ის მეზობლები გაოგნებულები არიან. არასდროს გაუგიათ მათი ჩხუბი. ამ ბიჭს ფსიქიკური პრობლემები რომ ჰქონდა, ეს იცოდნენ სოფელში. ეტყობა წამალს არ სვამდა და ეს საშინელი დანაშაული ამიტომ ჩაიდინა. თორემ სხვა რა მიზეზით უნდა მოეკლა მოხუცი მართლა არ ვიცი”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ადგილობრივმა.

მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ქონების გამო დავა განიხილება. კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ დამნაშავე მოხუცს მიწის ნაკვეთის დამტკიცებას სთხოვდა.

“სოფელში ამბობენ, თურმე ბებოს ეს ბიჭი ეუბნებოდა მისთვის დაემტკიცებინა მიწის ნაკვეთი, მან ეტყობა უარი თქვა და ალბათ ეს იყო ჩხუბის მიზეზიო. ზუსტად არავინ იცის რა მოხდა. ისე სულ არეული დადიოდაო ეს ბიჭი. მეზობლად მცხოვრები მამიდის სახლიდანაც გაუტანია რაღაც ნივთები მანამდე. ფსიქიკურად შეურაცხადი იყო როგორც ვიცი. ერთი პერიოდი მკურნალობდა კიდეცო. მკვლელობის შემდეგ ქუჩაში ბიჭებთანაც მისულა, მაგრამ არ ვიცი მათ მკვლელობაზე უთხრა თუ არა რამე. დაიჭირეს პოლიციელებმა. სახლში საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღე მიდიოდა. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს”, – ჰყვება ადგილობრივი.

“კვირის პალიტრა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved