• რეკლამა
  • კონტაქტი
18:59, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაიმარჯვა “ოცნების” აგრესიულმა ფრთამ – რა უხარია ოპოზიციას? – ზურაბ ჯიბღაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:59 02-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

„ალიას“ ესაუბრება სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი

-20 ივნისის დარბევის შემდეგ, გახარიამ თქვა საინტერესო ფრაზა, ჩემ გვერდით იყვნენ ელჩებიო. შემდგომ, ეს ფაქტი, ელჩებმა არ დაადასტურეს, მაგრამ ფაქტია, იმ ღამით, ელჩები არც ხალხის გვერდით დამდგარან. დღეს კი მკვეთრი განცხადებებიც გვესმის სასამართლოს წინააღმდეგ და ვხედავთ, რომ ლიეტვუის ელჩი „ენმ“-ის ოფისშიც მივიდა. რას მივაწეროთ ასეთი ცვლილება? – სააკაშვილის მელიათი ჩანაცვლებას? ივანიშვილის მიერ პასუხისმგებლობის მოხსნას? პროპორციული არჩევნების პირობას და მერე გადაგდებას? ბაიდენის გამარჯვებას? რომელი ერთია, თუ მთლიანი პროცესია?

-საინტერესო კითხვაა. პოლიტიკური პროცესი დინამიურია, მას თავისი დამდგარი წყალი არა აქვს. პოლიტიკა განიცდის დელეგიმიტაციას, ხალხის მხარდაჭერის დაკარგვის სახით, ასე გახლდა ყავლგასული ჯერ შევარდნაძის ხელისუფლება თავის დროზე, შემდეგ კი სააკაშვილის ხელისუფლება. არჩევნების პერიოდულობა იმიტომაა მოგონილი, რომ ხელისუფლება სოციალურად ხრწნადი ფენომენია, ბერდება და იხრწნება. „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ პიკს უკვე მიაღწია – კვერცხი რომ ააგორო მწვერვალზე, მერე იქედან დაგორებას დაიწყებს, ხო? ბაიდენის მოსვლას რაც შეეხება, ეს შეიძლება დროში დამთხვეული, დამატებითი ფაქტორი იყოს – რადგან დემოკრატიულ პარტიას უფრო მაღალი სტანდარტები აქვს შიდა დემოკრატიულ პრინციპებთან დაკავშირებით და ამითი ცდილობს გავლენების გაძლიერებას რუსეთთან დაპირისპირებაში განსხვავებით რესპუბლიკელებისგან, რომლებიც უფრო ხისტები არიან. თუმცა, მიზანი ორივეს ერთი აქვთ, აქ პოლიტიკურ არსენალშია განსხვავება. მე მგონია, ბაიდენის ფაქტორი დაემთხვა, თორემ ხელისუფლებას დელეგიმიტაცია დაწყებული ჰქონდა. ელჩები რომ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს უჭერენ მხარს და ამ ხელისუფლებას არ აყენებინებენ თავს, ეს ელემენტარული პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხიცაა და მეორე – დასავლეთს სურს საქართველოში დემოკრატიზაციის მეტი პროცესი დაიწყოს, რათა ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოჩნდეს ქვეყანა რუსეთის ქვეშ. დასავლეთს თავადაც სურს რუსეთთან პოლიტიკურ დისკუსიაში წელგამაგრებული გამოჩნდეს. მელიათი სააკაშვილის ჩანაცვლებას რაც შეეხება, დასავლეთი პროცესებს აღიქვამს და არა პერსონებს. ამ პროცესებს საააკშვილი ბუნებრივად ჩაეხსნა, იგი უკვე გაჭრილი კარტია, ის არ არის ახალი ენერგიის, ახალი ფასეულობების წყარო და ამიტომ, ყველას თვალში სააკაშვილი უკვე პოზიციებს მიღმაა დაყენებული. არც ველოდი, რომ დასავლეთი მისი ვადის ამოწურვის შედეგ, კიდევ გააკეთებდა სააკაშვილზე თავის პოლიტიკურ ფსონს. ამას არც განვიხილავდი – ასე რომ, ესეც ბუნებრივი პროცესია. 

-ოპოზიცია თვლის, რომ გაიმარჯვა, თქვენ ამბობთ, რომ მათი სიხარულის მიზეზს ვერ იგებთ. არადა, ერთი შეხედვით, პოლიტიკური პროცესები ისე იცვლება, რომ ხალხის გამოყვანაც კი არ გახდა საჭირო.

-ხალხის გამოყვანა არ დასჭირდაო, ვერ ვიტყვი – 20 ივნისმა დაუდო დასაბამი ამ ხელისუფლების დელეგიმიტაციას. არჩევნებზე რა გააკეთა და როგორ მიიღო უმრავლესობის ხმები ხელისუფლებამ, ყველაზე კარგად თავად იცის. ხალხის გამოყვანის შიშის ქვეშ ის ყოველთვის იქნებოდა – კი, ბატონო, ზამთარია, პანდემიაა, არც დაპირებული ვაქცინა ჩანს, მაგრამ – ის ორი ფაქტორი, სიცივე და პანდემია, გადაგორდა, თავქვე წავიდა – ხელისუფლებას ხალხის გამოსვლის შიში ექნებოდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი აუცილებლად გამოვიდა, მაგრამ ვიმეორებ, ხელისუფლება 20 ივნისის მერე ობიექტურად იყო ამ შიშის გავლენის ქვეშ. რაც შეეხება სიხარულა – გახარიამ თავი აარიდა პროცესებს, მაგრამ ოცნების ხელისუფლების აგრესიულ ფრთას უყურეთ – მელიას დაჭერა გადავავადეთო, თქვეს. მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება უარს არ იტყვის ძალადობაზე ისევ რჩება, არ გამქრალა. რა ვნახეთ დღეს? ხელისუფლების შიგნით ბრძოლაში გაიმარჯვა პოლიტიკურად უფრო მეტად აგრესიულმა ფრთამ.

ოპოზიციას რა უხარია, ვერ გავიგე, რატომ ფიქრობს, რომ სიტუაცია წელშია გადატეხილი და ნახევარი საქმე გაკეთებულია? პარტიის დილანდელი ბრიფინგი რა იყო? იმის შეჯამება, რომ პარტიაში გაიმარჯვა აგრესიულმა ფრთამ – გახარიამ ვერ აღასრულა სამართალიო, განაცხადეს და ამით გვითხრეს ის, რომ ისევ კანონებს ეფარებიან, ნაცვლად სამართლისა. როცა ამბობენ, გახარიამ ვერ შესძლო აღსრულება და ახლა პრემიერი აღარ არისო, ამ ფონზე გადაავადა შსს-მ მელიას დაკავება, თუმცა, ამის გაკეთებაზე ბოლომდე ხელი არ აუღია. მომდევნო დღეები ყველაფერს გვაჩვენებს. დღეს ვხედავთ იმას, რომ აგრესიულმა ფრთამ გაიმარჯვა. სიტუაცია გადატყდა და რიგგარეშე არჩევნებიღაა დასანიშნი – მე ასე ოპტიმისტურად არ ვუყურებ ამას. სამწუხაროდ, სხვა მოლოდინი მაქვს – აგრესიულმა პოლიტიკამ გაიმარჯვა და ამ აგრესიას და უკომპრომისობას ექნება თავისი პოლიტიკური გაგრძელება.

ინტერვიუს ჩაწერა დავასრულეთ და “ოცნებამ” პრემიერობის კანდიდატად იარკლი ღარიბაშვილიც წარადგინა. როგორც ჩანს, მმართველი გუნდის გამარჯვებული აგრესიული ფრთა უკან დახევას მართლაც არ აპირებს, პირიქით, ის სწარაფდ ცდილობს მოპოვებული “გავლენების” გაძლიერებას და ოპოზიციის სიხარული ნაადრევია.

ალია

თეგები: ზურაბ ჯიბღაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved