• რეკლამა
  • კონტაქტი
18:51, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაიგე როგორია თიბისელების სამუშაო გარემო

ალია ავტორი - ალია
15:26 03-18-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ერთი რამ მთავარია — სამუშაო გარემო დიდ გავლენას ახდენს საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით კეთებაზე, შესაბამისად, კომპანიის დიდი მიზნებისა და მისიის წარმატებით შესრულებაზე.

 

თიბისიში მეგობრული გარემო, მიზანმიმართულ და მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა და რაც მთავარია,  გუნდური, გამორჩეული მუშაობის კულტურა ბედნიერ სამუშაო გარემოს ქმნის. 

 

სალომე გოგიჩაიშვილი მონაცემთა მეცნიერია, რომლისთვისაც თიბისიში ამ მიმართულებით მუშაობა პირდაპირ უკავშირდება ინიციატივებს, საინტერესო ადამიანებსა და მეგობრულ გარემოს, სადაც პროფესიულ განვითარებასთან ერთად, უამრავ ახალ უნარს იძენ. 

 

„ჩემთვის, იყო თიბისელი ნიშნავს იდგე განვითარებისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მშვიდ და თანასწორ გარემოში და, რაც მთავარია, გქონდეს თვითგამოხატვის თავისუფლება. თიბისი იმ თავისუფალ გარემოს ქმნის, სადაც ინოვაციური აზროვნების საშუალება იქმნება.“

 

თიბისი გაძლევს სივრცეს განვითარდე შენთვის საინტერესო და განსხვავებული მიმართულებებით – ამას აღნიშნავს თიბისის მარკეტერი, ელისო გოგოხია.

 

„როცა ხარ მარკეტერი თიბისიში, პირველ რიგში, იაზრებ მასშტაბებსა და გავლენას, რომელიც ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლაში შეგიძლია გქონდეს. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს და ამავდროულად, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ.“ – ელისო გოგოხია.

 

გიორგისთვის, რომელიც თიბისის მომსახურების მენეჯერია, თიბისი მოტივაციასთან, განვითარებასთან, მუდვიმ მოძრაობასა და, ამავდროულად, სტაბილურობასთან ასოცირდება. 

 

“ვიყო თიბისელი, ჩემთვის, ძალიან საამაყოა. ბედნიერი ვარ, რომ  ჩემი და თიბისის ისეთი ღირებულებები, როგორიცაა – სხვებზე ზრუნვა, კეთილსინდისიერება, სანდოობა, თუ პასუხისმგებლობა, ერთმანეთთან თანხვედრაშია.

 

თიბისი არის გზა მეტი შესაძლებლობისკენ, რომელიც მრავალმხრივ განვითარების საშუალებას გაძლევს.“ – გიორგი ანთელიძე, მომსახურების მენეჯერი

 

ნათია იორამაშვილი, თიბისის სერვის მენეჯერია, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს იზრუნოს როგორც მომხმარებელზე, ისე – თანამშრომლებზე და მათთვის სანდო და საიმედო გამოცდილებას ქმნის.

 

“ის, რომ ჩვენთან შესაძლებლობების ზღვა პოტენციალია, ეს სიახლე არაა. თიბისი ის ადგილია, სადაც ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი. აქ, მიგნებული საქმე, საკუთარ თავში აღმოჩენილი მახასიათებლები, წარმატების გზაზე მიმავალი პირველი საფეხური ხდება.”

 

განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები, მეგობრული განწყობა, ინოვაციური გუნდი, შემოქმედობითობა, მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა, თვითგანვითარებისა და ცოდნისკენ სწრაფვა – ეს არის ის გარემო, რაც თიბისის დიდ გუნდში მოსულ ადამიანს დაგხვდება. გახდი თიბისელი.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved