• რეკლამა
  • კონტაქტი
00:05, ხუთშაბათი, 5 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაიარა წერეთელზე? გაიარა სოფელში? მათ ეს არ აწუხებთ, მათ ოჯახებს ეს არ დააწვა კრიზისად…” – ანა მიქაძე ხელისუფლებას

ალია ავტორი - ალია
14:50 02-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

მოძრაობა “ხალხისთვის” წევრი, ანა მიქაძე, “ტვ პირველთან” ამბობს:

“როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ დუღს ეკონომიკა, ვითარდება, ციფრები იზრდება, პროცენტული მაჩვენებელი გრაფიკაზე კარგად არის დასმული, სულ მაქვს ასეთი კითხვა – გაიარა ჭავჭავაძეზე? გაიარა წერეთელზე? გაიარა სოფელში? უბნებში? ერთმანეთის მიყოლებით – “ქირავდება”, “დაიხურა”… საკმაოდ პოპულარული მაღაზიები დახურულია და ქირავდება ფართები და ვერ ქირავდება. რამდენი მეგობარი ვიცი, ვინც დოლარის კურსთან მიმართებაში, ვერ უძვირებს მოიჯარეს თანხას, რადგან თუ ის წავიდა მერე იქ ვერავინ შემოვა და იმ პატარა შემოსავლის გარეშეც დარჩება. სოფლებში, მიყოლებით დაიხურა რძის გადამამუშავებელი საწარმოები. პანდემიამდე დაიხურა ნაწილი სხვათა შორის და პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა. შეუსაბამობაა ხელისუფლების განცხადებებსა და რეალობას შორის.

არის კიდევ ერთი, ძალიან ურცხვი განცხადება, რომელიც არა მხოლოდ ხელისუფლებას, ამა თუ იმ პარტიის მომხრეებსაც ახასიათებთ – რა ვქნათ ახლა, მთელ მსოფლიოში არის კრიზისი. ძალიან დიდი ბოდიში, მთელ მსოფლიოში იმხელა მარაგებია კრიზისს ძალიან გვიან გაიგებს რიგითი მოქალაქე და საქართველოში არანაირი მარაგი არაფრის არ არსებობს და მხოლოდ იმპორტი მუშაობს, გადამამუშავებელი საწარმოები არ გაქვს, შენი საკუთარი მეურნეობა არ გაქვს, რძე – 70 პროცენტი შემოგაქვს საიდანღაც და იმპორტირებულ რძეზე ამუშავებ მეწარმეს, როგორ შეიძლება იქ რამე მარაგზე ილაარაკო? არაფერი არ არის დალაგებული, ოჯახი რომ ღარიბდება, პირველი იწყებს ფიქრს იმაზე, რა დამემართა. აი, ამ რა დამემართას კი არ ამბობს, არამედ – რას ამბობ, კაცო, მე კარგადა ვარ, გადასარევად ვარ, ეგერ ბეღელი სავსე მაქვს. არა გაქვს ბეღელი სავსე, საერთოდ არა გაქვს ბეღელი, არავინ ფიქრობს იმაზე, როგორ გადავრჩეთ, იმიტომ რომ მათ ეს არ აწუხებთ, მათ ოჯახებს ეს არ დააწვა კრიზისად, ძალიან გვიან გაიგებს ბიუჯეტის ქურდი და ბიუჯეტის ქურდთან დამეგობრებული ბიზნესი ამ კრიზსს. კრიზისს იგებს მოსახლეობის 90 პროცენტი და 10 პროცენტი – ვერ გაიგებს.”

თეგები: ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved