• რეკლამა
  • კონტაქტი
10:33, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაგიჟებული ვარ ინფექციურის მედიკოსთა გუნდით” – რას ჰყვება ჩარკვიანი ექიმებზე?

ალია ავტორი - ალია
14:35 09-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

თაკო ჩარკვიანს, რომელმაც Covid-19 დაამარცხა, ვირუსის მიმდინარეობაზე, საფრთხეებსა და მედიკოსებზე “პრაიმტაიმი” ესაუბრება”

„მინდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ ეს რთული ვირუსია და მძიმედ ასატანი. ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა Covid-ის არსებობის, მინდა ყველას მოვუწოდო ფრთხილად იყვნენ. განსაკუთრებით კი, მსურს იმ ადამიანებს მივმართო, ვისი ოჯახის წევრი ან ახლობელი ინფექციურ საავადმყოფოში წევს და მკურნალობს, მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ამ ურთულეს ვირუსს საოცრად მართავენ ჩვენი ექიმები. ზოგადად, ვინც მიცნობს იციან, რომ მშიშარა არ ვარ და არც ზედმეტად ქება მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი.

ყველა მინდა იყოს მშვიდად, ვისი ახლობელიც ინფექციურ საავადმყოფოშია. იცოდეთ, რომ საიმედო ხელში არიან, სადაც ყურადღებას არავის აკლებენ.

ეს ვირუსი არტყამს ყველაზე სუსტ ორგანოს. როცა სიცხე აღარ მქონდა და ფილტვების ანთება დავამარცხეთ, თავი მძიმედ ვიგრძენი. დავიწუწუნე თუ არა, იმ წუთას ექიმები ჩემთან გაჩნდნენ, გამიკეთეს ყველანაირი კვლევა და აღმოჩნდა, რომ სისხლი შედედებული მქონდა.

დავინტერესდი ამ საკითხით და იტალიელი ექიმების ცნობით გავიგე, რომ ევროპაში მაღალი იყო სიკვდილიანობა თრომბის გამო. ეს იყო მანამ, სანამ ამ ვირუსის ხასიათს ამოიცნობდნენ. ჩვენთან კი, სისხლის დეტალურ კვლევას ატარებენ, ყველანაირად ეხმარებიან ადამიანებს გამოჯანმრთელებაში და ძალიან კარგად მართავენ.

მნიშვნელოვანია, საზოგადოება ყურადღებით იყოს და ჩივილების შემთხვევაში, დასაწყისშივე მიმართონ კლინიკას. შეიძლება სიკვდილიანობა დადგეს და ეს აუცილებლად უნდა გაიაზროს თითოეულმა. სისხლის ანალიზს სახლებში ხომ ვერ გაიკეთებთ? კლინიკაში ყველაფერს იკვლევენ და ეს ყოველდღიურად ხდება. გაიგეთ, რომ ნამდვილად არის ეს ვირუსი, თან მძიმე. მიდით ექიმებამდე​ და ისინი აუცილებლად მართავენ ამ ვირუსს.

გაგიჟებული ვარ ინფექციურის მედიკოსთა გუნდით, ისინი არიან უმაგრესები, მათ მადლობა პირადად გადავუხადე და ახლაც, მადლობას ვუხდი მათ.”

თეგები: თაკო ჩარკვიანიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved