• რეკლამა
  • კონტაქტი
11:27, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაღარიბდა, თუ არა, ივანიშვილი 4 მილიარდი დოლარით? – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:17 12-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
897

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

ივანიშვილი 4 მილიარდი დოლარით არ გაღარიბებულა, როცა მილიარდერთა სიაში 7-ის ნაცვლად 3 უწერია. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, რომ ადამიანი ასე სწრაფად “გაღატაკებულიყო”. რეიტინგში მომხდარი ასეთი უცნაურობა ცუდად ახასიათებს ივანიშვილს და უკარგავს ნდობას, ულახავს რეპუტაციას საერთაშორისო ბიზნესწრეებში. გარკვეულწილად, სკანდალურიც კი არის ეს ფაქტი.
რა მოხდა სინამდვილეში? ივანიშვილის ქონება არის გაუმჭვირვალე, გადამალულ-გადაფორმებული. ზოგიერთი აქტივები ყველამ იცის რომ მისია, მაგრამ არცაა მისი. ფონდი “ქართუს” ქონება იურიდიულად არ ეკუთვნის ივანიშვილს, არც მის ოჯახს. “ქართუფონდი” ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ქონება დამფუძნებლებს კი არ ეკუთვნის, არამედ ამ იურიდიულ პირს. ივანიშვილი იყენებს მას როგორც ბიზნესსუბიექტს, ფლობს მისი სახელით ბიზნესწილებს, გარანტორადაც კი გამოდის ბანკების წინაშე. მაგალითად, ივანიშვილისა და რუხაძის კომპანიას საქართველოს ბანკმა ჰაიდელბერგცემენტიდან ცემენტის საწარმოების გამოსასყიდად ასესხა 200 მილიონი დოლარი ამ ე. წ. საქველმოქმედო ფონდის გარანტიით.
როცა ქონების სტრუქტურა ასეა დამახინჯებული, ფორბსი ან ბლუმბერგი მათ განიხილავს როგორც არაიდენტიფიცირებადს.
სინამდვილეში გამდიდრდა თუ გაღარიბდა ივანიშვილი? გამდიდრდა, თანაც ყველა მიმართულები: გაიზარდა მისი აქციების ფასი, გაიზარდა მისი ნახატების ფასი, გაიზარდა მისი უძრავი ქონების ფასი, შვეიცარიის ბანკთან დავაშიც კი ორმაგად და უფრო მეტად აინაზღაურა ზიანი. ამ ფულის ნაწილი, 463 მილიონი უკვე ჩაერიცხა, 600 მილიონი კი გაყინულია, თუმცა მოიგო სასამართლო დავა. და რაც მთვარია, აქ, საქართველოში იშოვა კოლოსალური ფული. მისი კომპანიები იგებენ ტენდერებს და უმეტესობა სარგებლობს სხვადასხვა სახის საგადასახადო თუ არასაგადასახადო შეღავათებით. სახლში კაფელს რომ დააგებთ, იქვე ივანიშვილი ზის და მეტლახში კიდევ ტვ. იმედის რუხაძე.
მისი სიმდიდრე და რუსეთი არის მისი ძალაუფლების წყარო.
უფრო მდიდრებიც დამარცხებულან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved