• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაეროს მონაცემებით, ომის გამო, უკრაინელების 23%-მა საცხოვრებელი დატოვა

ალია ავტორი - ალია
11:07 03-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

უკრაინის მოქალაქეების თითქმის მეოთხედი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები ომის გამო – ნათქვამია გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ახალ მოხსენებაში.

თითქმის 6,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით, 3,3 მილიონზე მეტმა კი ქვეყანა დატოვა და ლტოლვილად იქცა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) თანახმად, დაიღუპა 816 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 2,149. ამავდროულად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ნამდვილი რიცხვები სავარაუდოდ გაცილებით მაღალი იქნება, რადგან ძალადობრივი შეტაკებები გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

ვითარება კვლავ გაუარესებულია მარიუპოლში, სადაც ქალაქის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულია 2,350 ადამიანი, თუმცა შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა ორჯერ მეტი იყოს. მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად საცხოვრებელი კორპუსების 80% დაზიანდა, აქედან 30%-ის აღდგენა შეუძლებელია.

ვითარება მძიმეა ნიკოლაევშიც, სადაც, Human Rights Watch-ის უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ოკუპანტებმა კასეტური საბრძოლო იარაღი გამოიყენეს. მჭიდროდ დასახლებული ქალაქი გასული კვირის განმავლობაში არაერთხელ დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაზიანდა სახლები, ბიზნესცენტრები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ხერსონის ოლქში, რომელიც თითქმის მთლიანად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ რეგიონის სამხრეთ ნაწილში, წყალსა და ელექტროენერგიაზე წვდომის გარეშე მყოფი ადამიანების რაოდენობა 45 750-ს აღწევს.

ამასთან, 16 მარტს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ 933 000-ზე მეტი მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved