გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას AFP საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში რამდენიმე დღით იზოლაციაში იქნება, რადგან სამშაბათს ის კონტაქტობდა გაერო-ს სხვა ოფიციალურ პირთან, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
72 წლის გუტიერეშმა უახლოეს მომავალში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა.
ცნობისთვის, გუტიერეშმა რამდენიმე დღის წინ COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა მიიღო.
კომენტარები