• რეკლამა
  • კონტაქტი
09:18, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გადავსებულია ციხე” – რისთვის იჯდა ციხეში გიორგი გურგულია? – “ქალისას რას გაიგებ?”

ალია ავტორი - ალია
16:41 09-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსახიობ გიორგი გურგულიას მისი მეუღლე ლარისა გიგაური ძალადობაში ადანაშაულებს.

მსახიობის ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე მიმ­დი­ნა­რე­ობს 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლით, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. “პრაიმტაიმი” გიორგი გურგულიას დაუკავშირდა და მის ოჯახში მომხდარი სკანდალის დეტალებზე ესაუბრა.

– რა მოხდა თქვენს ოჯახში ბატონო გიორგი?

– მეუღლესთან ფიზიკური დაპირისპირება არ მქონია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. უბრალოდ გამწარებულ გულზე დაწერა საჩივარში, თითქოს ათი წლის წინ ვცემე, რაც ტყუილია. მე მას ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი გამოვართვი, რაზეც გაღიზიანდა, მეგობარმა სისულელეები ურჩია, ის გოგო ჩემზე გადაკიდებულია და მისი გამოყენებით გამხვიეს გაუგებარ შარში.

მე და ჩემი მეუღლე ლარისა გიგაური ერთი წლის წინ დავშორდით. იქ ვიყავი მისული, ბავშვი არ იძინებდა, ჩემმა მეუღლემ მომაყენა შეურაცხყოფა, გავბრაზდი და ვუთხარი ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი დაებრუნებინა. მომცა ეს ტელეფონი და შემდეგ დამემუქრა, დღესვე თუ არ დამიბრუნებ, ნახე რას გიზამო და პოლიციაში გაუკეთებია განაცხადი.

ადრეც მოხდა ასეთი შემთხვევა, მისული ვიყავი, ბავშვი ტიროდა მამა არ წახვიდეო, ეს კი მეუბნებოდა სახლი დატოვეო და ჩემმა ცოლმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა ნახეს, ბავშვი მეხუტებოდა და მაშინ მიხვდნენ რაც ხდებოდა. აგრესია უფრო ჩემი ცოლისგან მოდიოდა.

დღეს კაცის უფლებებს არავინ იცავს, ამიტომ უნდა შევქმნა კაცების დაცვის ორგანიზაცია. გადავსებულია ციხე იმის გამო, რომ ვიღაცამ ცოლს ან სიდედრს შეაგინა.

– დაძაბული ურთიერთობა გაქვთ ყოფილ მეუღლესთან?

– დაძაბული ურთიერთობა გვაქვს კი, მხოლოდ ბავშვის სანახავად მივდიოდი. ახლა უნდა რომ შევრიგდეთ.

– შერიგება თუ უნდა რატომ გიჩივლათ?

– ქალისას რას გაიგებ?! ვიღაც დაქალს აჰყვა, რომელიც გადამტერებული იყო ჩემზე, ნახე რას გიზამო. ადრე იმ გოგოს ბავშვმა ყელში ჩაუჭირა ჩემს ბავშვს, კინაღამ დაახრჩო. დედებს მოუვიდათ კონფლიქტი, მე ჩავერიე დასამშვიდებლად და დაგვეძაბა ურთიერთობა. პოლიტიკურადაც ვერ მიტანს ის ქალბატონი, ნაციონალებმა გამიჩალიჩეს, წინასაარჩევნოდ ჩაწყობილი ამბავი მგონია.

დამიბარეს ძველი თბილისის განყოფილებაში, 30 ივლისს დამაკავეს, 2 აგვისტომდე ვიჯექი გლდანის ციხეში. მომცეს ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ვადა გაუვიდა. იმის შემდეგ ცოლს ზღვაზეც ჩავაკითხე და ჩამოვიყვანე. არანაირი პრობლემა არ არის, მეუღლეც გაკვირვებულია.

თეგები: გიორგი გურგულია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved