• რეკლამა
  • კონტაქტი
18:32, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გადაუხდი მეტს, მოვა შენთან, უმუშევრობა ურჩევნია შენთან იაფად მუშაობას? ესეც შენი პრობლემაა” – ბექა კობახიძე ბიზნესს

"პირადად ვიცი ადამიანები, ვინც ძროხა გაყიდა რომ ბენეფიციართა რიგებში გადასულიყო და შემდეგ ბირჟაზე გავიდა არყის სასმელად."

ალია ავტორი - ალია
18:38 07-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
406
ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე: 
ამ ვიდეომ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
მე ისტორიკოსი ვარ, არა ეკონომისტი, მაგრამ ანალოგიურ პრობლემას ბოლო 20 წელია გადიან ჩვენზე წარმატებული ქვეყნები და ამ გამოცდილებიდან მინდა ვისაუბრო.
საქართველოში პირადად ვიცი ადამიანები, ვინც ძროხა გაყიდა რომ ბენეფიციართა რიგებში გადასულიყო და შემდეგ ბირჟაზე გავიდა არყის სასმელად. არის ქვეყანაში შრომის და, კიდევ უფრო მეტად, კვალიფიციური კადრების პრობლემა. ქართული პროფესიული თუ აკადემიური საგანმანათლებლო სისტემა შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებს საჭირო ოდენობით ვერ აწარმოებს. შრომის კულტურაც პრობლემაა. მემარცხენე ხარ თუ მემარჯვენე, ეს ყველაფერი უნდა დაინახო როგორც პრობლემა და დასახო გამოსწორების გზა.
თუმცა, ბიზნესმენების ჩივილი რომ ხალხს შრომა არ უნდაო არ არის საკითხისადმი ადეკვატური მიდგომა. დიახ, ბაზარი არეგულირებს ამ საკითხსაც. არ უნდა იმიტომ რომ გლობალიზებულ მსოფლიოში კვალიფიციური მუშახელი მასობრივად გადის ქვეყნიდან უკეთესი შემოსავლის საძიებლად; შენთან არ უნდათ იმიტომ რომ ეკონომიკა 90-იანი წლების შემდეგ გაიზარდა და ქვეყნის შიგნითაც გაჩნდა მეტი ალტერნატივა, მეტი შემოსავალი; ეკონომიკა მოერგო გადახდისუნარიანი ადამიანების მოთხოვნებს და ამიტომ დღეს ბოლტზე თუ გლოვოზე მომუშავე ორჯერ მეტს იშოვნის, ვიდრე პიცის მცხობელი. შესაბამისად, ეს ადამიანი წავა იქ, სადაც მეტს უხდიან.
გადაუხდი მეტს, მოვა შენთან. არ უნდა ამას ბევრი წუწუნი.
უმუშევრობა ურჩევნია შენთან იაფად მუშაობას? ესეც შენი პრობლემაა – შესთავაზე იმდენი რომ არ ერჩივნოს.
საქართველოში შრომის ფასი ძალიან დაბალი იყო ბოლო 30 წელი და ყოველთვის ასეთი ვერ დარჩებოდა. გაგიზრდით პროდუქტის თვითღირებულებას მეტი ხელფასის ხდა? ესეც თქვენ უნდა მოაგვაროთ და ბაზარზე შეჯიბრი ამ გარემოებაშიც მოიგოთ. ესაა ბიზნესი და არა ის, რომ საათში ორ ლარად გარანტირებული მუშახელი გყავდეთ და მერე შექმნილ პროდუქციას სახელმწიფოს ტენდერებში ატენიდეთ ხუთმაგ ფასად. ყველა ბიზნესმენს ეს არ ეხება, ცხადია, მაგრამ არც ამ კატეგორიის ნაკლებობა გვაქვს.
ბაზრის გარდა, ამ საკითხს მსოფლიოში არეგულირებს მიგრაცია. ჩვენში სოციალური მობილობა არ არის შეუძლებელი ამბავი და ყველას ამაზე უჭირავს თვალი. დაბალი ფენის ადამიანი, რომელიც სოფელსა თუ ქალაქში შრომობს, ფიქრობს საკუთარი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნაზე, მისთვის კომპიუტერის თუ ინტერნეტის მიწოდებაზე. რომ შრომობს, აქვს ამის ამბიცია.
ეს არ არის ტიპიური ამბავი მთელი მსოფლიოსთვის. ჩინელი მუშები რომ ჩამოიყვანეს გზების ასაშენებლად, იმათ არ აქვთ ასეთი ამბიციები. აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში ასეთია მდგომარეობა. იქ დაბალი ფენა, ძირითადად, ლუკმა-პურისთვის შრომობს, ხოლო ჩვენში შრომობენ ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.
აი აქ შემოდის მიგრაციის საკითხი. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან გაჭირდა კვალიფიციური მუშახელი (სანტექნიკი, დურგალი, ექიმი და ა.შ.). ეს იმიტომ რომ გახსნილმა საზღვრებმა აღმოსავლეთ ევროპიდან უფრო მდიდარ დასავლეთ ან ჩრდილოეთ ევროპაში გადაქაჩა ეს ხალხი. სამ მილიონიან ლიტვას წელიწადში 50-80 ათასი ადამიანი აკლდება, რაც არის დემოგრაფიული კატასტროფა. ბალტიელებს საკმაოდ მკაცრი საიმიგრაციო კანონები ჰქონდათ, მაგრამ რადგან კადრები მოაკლდათ, იძულებულნი გახდნენ განვითარებადი სამყაროდან დაეწყოთ მიგრანტთა (იაფი მუშახელის) მიღება და ამით საკუთარი გადინების დაბალანსება.
ლიტველი მიდის ნორვეგიაში სამუშაოდ/საცხოვრებლად და ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ლიტვაში ჩამოდის ჩინელი ან ბურკინა ფასოელი. ეს რომ ასე არ ქნან, ლიტვური ეკონომიკა უბრალოდ გაჩერდება.
ასეთი მდგომარეობა გვაქვს ჩვენც. მე არავის არაფერს ვურჩევ რა უნდა ავირჩიოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა არჩევანი გვაქვს:
– თუ გვინდა ბაზარზე დაბალი ფასების შენარჩუნება, ინფლაციის არ დაშვება, ამისთვის გვჭირდება იაფი მუშახელი, რომელიც როგორც ჩანს ქვეყანაში აღარ გვყავს. ამიტომ, უნდა შემოვუშვათ განვითარებადი სამყაროდან ის მიგრანტები, რომლებიც აქ საკვებისა და გადარჩენისთვის ჩამოვლენ. აქ არ ჩამოვლენ შედარებით მაღალი კვალიფიკაციის და სოციალური მობილობის მსურველნი, რადგან ასეთი ქართველებიც გარბიან ქვეყნიდან;
– თუ ვთვლით რომ ქვეყნის “ეთნიკური სიწმინდეა” შესანარჩუნებელი და “სარკინოზები” ქვეყანაში არ უნდა შემოვუშვათ, ესეც ჩვენი ნება და არჩევანია, მაგრამ ამას თავისი ფასი აქვს. ამ შემთხვევაში, ბიზნესმა ქართველ მშრომელებს უნდა გადაუხადოს იმდენი, რომ ისინი ან ქვეყნიდან არ გავიდნენ ან უმუშევრობას მუშაობა ამჯობინონ. ეს გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების ზრდას. შესაბამისად, ბაზარზე ფასების ზრდასა და ინფლაციას;
– შეგვიძლია არც ერთი გავაკეთოთ, არც მეორე, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზნესმენთა წუწუნი გარდაისახება კონკრეტულ შედეგებში, რომ ქვეყანაში ფულის მოძრაობა და ეკონომიკური აქტივობა შეფერხდება და ამის შედეგებს ყველა ვიგრძნობთ.
როგორც სახელმწიფო, აკეთებ პირველს, აკეთებ მეორეს თუ ამათ შორის კიდევ რაღაც კომპრომისულ სხვას, ეს არის პოლიტიკა. საქმე არის ის რომ ჩვენ ახლა პოლიტიკა არ გვაქვს და საკითხი თვითდინებაზეა მიშვებული. არაფრის კეთება პოლიტიკა არ არის და ეს კრახისკენ წაგვიყვანს.
http://
თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved