“ცენტრი “ემპათიის ექიმი მარიამ ჯიშკარიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ ჩაუტარდეს თავის ტვინის ორგანული დაზიანების სიმპტომებთან დაკავშირებით ადეკვატური მკურნალობა.
მისი თქმით, თუ არ იქნება რეკომანდაციები გათვალისწინებული, ეს გამოიწვევს პაციენტის მდგომარობის დამძიმებას.
“ცენტრი “ემპათია” ამჟამად ამზადებს რეკომენდაციებს, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაუდებლად დაიწყოს ადეკვატური მკურნალობის კურსი თავის ტვინის ორგანული დაზიანების სიმპტომებთან დაკავშირებით, ვინაიდან არ მიმდინარეობს ამჟამად ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია. ეს აისახება მძიმედ პაციენტის მდგომარეობაზე. თუკი არ იქნება გათვალისწინებული რეკომენდაციები, ესეც იქნება ასახული დასკვნაში, ვინაიდან ეს გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას და შესაძლებელია გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები ცერებროორგანული მიმართულებით, რაც შემდგომში გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას”, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
კომენტარები