ფოტო – sknews.ge
ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტში, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვა ვერ ხერხდება.
მიკროავტობუსში, განსაკუთრებით დილის საათებში, ფეხზე დასადგომი ადგილიც არ არის, მოქალაქეების ნაწილს კი პირბადე არ უკეთია. მიუხედავად ბევრი მგზავრისა, შპს „ჯეოტივის“ ხელმძღვანელი, ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ ტრანსპორტის დამატების საჭიროება არ დგას.
ახალციხის მერიაში კი ირწმუნებიან, რომ მონიტორინგის დროს მსგავსი დარღვევა არ გამოვლენილა.
„მძღოლი გაფრთხილებული მყავს, რომ ფეხზე არავინ არ დააყენოს. სიცხის აპარატიც აქვს, ანტისეპტიკურიც“, – ამბობს ნუგზარ მამუკაშვილი.
ვრცლად მასალა ნახეთ “სამხრეთის კარიბჭეს” ვებგვერდზე– sknews.ge
კომენტარები