• რეკლამა
  • კონტაქტი
04:31, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გადასახდელად დაერიცხათ დაახლოებით 112 მილიონი ლარი” – გალიფ ოზთურქს ახალი ბრალი წაუყენეს

ალია ავტორი - ალია
16:59 02-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
219

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ბიზნესმენი გალიფ ოზთურქის მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

 

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ბიზნესმენ გ.ო.-ს მიმართ მიმდინარე საქმის ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ გ.ო.-მ, 2019 წლის დეკემბერში, დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარად ღირებული კომპანიის თითქოსდა 42 მილიონ ლარად შესყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც, იგივე ქონება, გაზრდილ ფასში – 82 მილიონ ლარად გაასხვისა მისივე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიაზე, საიდანაც უკანონოდ მიღებული 33 მილიონი ლარით, შემდგომში დაფარა კომპანიის აქციების ღირებულება, რითაც შენიღბა და კანონიერი სახე მისცა მისივე კომპანიიდან მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ იქნა ასობით საგამოძიებო მოქმედება, რევიზია და ექსპერტიზა, ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკიდან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან და სხვადასხვა ორგანიზაციიდან გამოთხოვილ იქნა საქმესთან კავშირში არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, შესწავლილ იქნა გ.ო.-ს ოფიციალური შემოსავალები და გაწეული ხარჯები, რის შედეგადაც ბიზნესმენ გ.ო.-ს და მასთან დაკავშირებულ 15 კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხათ დაახლოებით 112 მილიონი ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი აღემატება 69 მილიონ ლარს”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გალიფ ოზთურქი 31 მაისს დააკავეს. ის პატიმრობაში რჩება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილებით.

საქმეს ამჟამად არსებითად განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

თეგები: გალიფ ოზთურქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved