• რეკლამა
  • კონტაქტი
21:15, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გადასახადის გადამხდელთა კავშირი თბილისის მერიას “გაუმართლებელი ხარჯებისთვის” აკრიტიკებს

ალია ავტორი - ალია
11:14 04-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

გადასახადის გადამხდელთა კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რაც თბილისში ნაგვის ურნების შეძენას და შადრევნების რეაბილიტაციისთვის სამუშაოებს ეხება, განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პირობებში, მსგავსი შესყიდვები სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არ არის. 

“შპს “თბილსერვის ჯგუფი”, რომლის 50% წილის მფლობელი სახელმწიფოა, 1000 ცალ ნაგვის ურნის შესყიდვისთვის, დაახლოებით 1 მილიონ 300 ათას ლარს დახარჯავს.

აღნიშნული ტენდერში (ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე-NAT200005239) რომელიც ა.წ. 6 აპრილს დაიხურა, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, რომელმაც საწყის ფასთან შედარებით (1,527,400 ლარი) ნაკლებ ფასად – 1,296,000 ლარად შესთავაზა ნაგვის ურნები შემსყიდველს. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელს 3 დღის ვადა აქვს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის და თუ ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, შესყიდვის პროცედურებიც დაიწყება.

არანაკლებ საყურადღებოა ასევე თბილისის მერიის დაარსებული შპს “ეკოსერვის ჯგუფი”-ის მიერ გამოცხადებული ტენდერი შადრევნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც მილიონამდე ლარია განკუთვნილი
იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიასთან ბრძოლაში თითოეული მოქალაქე და გადასახადის გადამხდელი ჩართულია მთელი თავისი რესურსებით და ვცდილობთ, რაც შეიძლება რაციონალურად მოხდეს თანხების მობილიზება და განკარგვა, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შესყიდვა არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. უფრო მეტიც, ამ ვითარებაში მილიონების ხარჯვას ნაგვის ურნებსა თუ შადრევნებზე ვთვლით სრულებით გაუმართლებლად და მოვითხოვთ, რომ ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვები იყოს დროებით შეჩერებული. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება, რათა მსგავსი ტენდერებისთვის განკუთვნილი თანხები გადანაწილდეს იმ გადაუდებელი ღონისძიებებისა და შესყიდვების დასაფინანსებლად, რაც კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში ეფექტიანად დაგვეხმარება.

კიდევ ერთხელ პრინციპულად ავღნიშნავთ, რომ დღეს, მობილიზებული თუ გადახდილი თითოეული ლარი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეზღუდული რესურსების მქონე ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პარალელურად ჩერდება ბიზნესი, მოსახლეობის დიდი ნაწილი კარგავს სამსახურს, შემოსავლებს და ისიც კი არ ვიცით, რამდენ ხანს მოგვიწევს ასეთ რთულ და გაურკვეველ ვითარებაში ყოფნა”, – ნათქვამია გადამხდელთა კავშირის განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved