• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,გადამჟავება“ – რას წერს იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:41 03-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
343

ექიმი იაგო ფრანგიშვილი:

,,გადამჟავება,,
ძალიან საინტერესო ქართული სიტყვაა.
იქნებ ძველი სიტყვაა და ღვინის გადამჟავებას გულისხმობს.
თუმცა, ახლური გაგებითაც საინტერესო სიტყვაა.
მედიცინაში, ზოგადად ჯანმრთელობის სფეროში ეს სიტყვა ,,გადამჟავება,, უკვე დიდი ხანია გამოიყენება,
ჯერ ვიწროსამედიცინო ტერმინი იყო,
მერე, გასული საუკუნის 50იანი წლებიდან ფართო სამედიცინო გახდა და ყველაფერი ავადმყოფობა ,,გადამჟავებას,, დაბრალდა.
ბოლო ასე 30 წელია კი თემამ ,,გადამჟავება,, სამედიცინო პოპულიზმში და ლაივსტაილში, ბიზნესში, ათიათასობით ,,სამედიცინო პროდუქტში,, თუ ,,დიეტებში,, გადაინაცვლა.
დამსახურებულად გადაინაცვლა.
ვართ თუ არა ,,გადამჟავებული,, საზოგადოება ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით?
ძველმოდურები ვართ? მგონი კი.
მაგალითად ვინმე პარლამენტარის ,,უდიპლომობაზე,, შეგვიძლია წლები ვიდავოთ და რატომ? რაში ესაჭიროება პარლამენტარს გეპეის თუ ანგლისტიკის თუ ინჟინრის დიპლომი?
წერა კითხვა, გააზრების უნარი, წაკითხულის თუ გაგონილის თუ დანახულის აღქმა არცერთ უნიში არ ისწავლება.
არცერთი კანონი არ კრძალავს უდიპლომოს პარალამენტარობას..
,,ვამჟავებთ,, შეფასებებში და რეაქციებში?
რათქმაუნდა.
არის რაღაცეები, წესით ძალიან მნიშვნელოვნები, სადაც ,,ვამჟავებთ,, კიარა, საერთოდ რეაქციაც კი არააქვს საზოგადოებას?
რათქმაუნდა
მოკლედ,
ამ ჩამოთვლით იმის თქმა მინდა რომ
,,გადამჟავება,, არაა აბსოლუტური ცნება არც მედიცინაში და არც ცხოვრებაში.
მედიცინაში თუ ასე 50 თუ 70 წლის წინ ითვლებოდა ,,მჟავე ტუტოვანი ბალანსი ყველაფრის მიზეზიაო,,
დღეს ვიცით რომ
ეს ბალანსი იმდენად მრავალფეროვანია და უბრალოდ ბევრი სახისაა
მაგალითად სისხლს მისი საკუთარი მჟავიანობა აქვს, ორგანიზმის სხვა სითხეებს ყველას ინდივიდუალურად თავისი, ქსოვილის სხვადასხვა სახეობასაც სპეციფიური მჟავიანობა აქვს
და ამიტომაც დარჩა ეს თემა ,,გადამჟავება,, და ,,ტუტოვანი დიეტები,, და ამგვარი რამ ლაივსტაილს, სამედიცინო პოპულიზმს, ბიზნესს….
ასევეა ცხოვრებაშიც
თითოეული სფერო თავისი ,,მჟავიანობა გადამჟავებით,, ხასიათდება
ამ შემთხვევაში რომ უნდა ,,გაგიჟდე,, მეორე შემთხვვევაში მსგავსი სიტუაციისას უნდა სიდინჯე.
საზოგადოების ,,გადამჟავების,, კრიტერიუმები რათქმაუნდა არსებობს, მაგრამ, ისევე როგორც მედიცინაში, აქაც გააზრების და დეტალების ამბავია…
მაგალითად, ფუნქციონირებს თუარა უფლებების დაცვის სისტემა?
არა?
იყენებ კი იმ უფლებებს, რომელიც კანონით გაქვს?
ითხოვ კი იმ უფლებებს, რომელიც გაქვს სახელმწიფოს მიერ შენს მიმართ აღებული ვალდებულებით?
არა?
აქ გერმანელები იტყოდნენენ, ,,უფლება, რომელიც გაქვს და არ ითხოვ, არ გაქვს,,
კონკრეტულობა გინდათ?
აგერ ბატონო
ბავშვები, მითუმეტეს საკუთარი ყველას უსაზღვროდ გვიყვარს
და ჩვენს ამ გაჭირვებულ ქვეყანაშიც კი მათი უფლებები დაცულია, განსაკუთრებით ავადმყოფი ბავშვების, განსაკუთრებით ონკოლოგიური ბავშვების.
მიუხედავად ამისა, ვერაფრით ვერ ხერხდება რომ საქართველოს ჯანდაცვას მოეთხოვოს ამ უფლების ცხოვრებაში რეალიზება.
უკვე მეხუთე წელია ვთხოვ ამ ბავშვების მშობლებს რომ ჯანდაცვიდან მოითხოვონ წერილობითი საბუთი თუნდაც იმაზე, რომ ამა თუ იმ მკურნალობას არ გიფინანსებს…
ხო ადვილი წარმოსადგენია?
ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა ეთხოვნა,
პასუხზე საუბარიც ზედმეტია…
აი აქ ნაღდად არა ,,გადამჟავების,, არამედ ზედმეტი მორჩილების პრობლემაა…
სამაგიეროდ,
ვიღაცა მოქალთანე ტიპის უკვე ხუთი წლის წინანდელ და უკვე სასამართლოს მიერ განაჩენგამოტანილ შემთხვევაზე კვირაობით ვირჯებით…
წაიღო მთელი საქართველო და …
ვიღაცამ ვიღაცას 1000 კვადრატული მეტრი ნაკვეთი აჩუქა სადღაც სოფელში და ამაზე ვსაუბრობთ“
თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved