• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გადამწყვეტ არჩევნებზე ივანიშვილის პარტიის მთავარი მოკავშირე სიღარიბეა” – თეონა ჭალიძე

ალია ავტორი - ალია
20:57 07-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე:

,,2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე ივანიშვილის პარტიის მთავარი მოკავშირე სიღარიბეა. სახელისუფლებო პარტია არსებულ სოციალურ პოლიტიკას იყენებს საარჩევნო ინსტრუმენტად. მაშინ როცა მიზნობრივი სოციალური დახმარებების ერთიან ბაზაში მილიონ 243 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული და მათგან 672909 პირი საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 49311 საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახიდან ერთი წევრი მაინც პარალელურად საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაშია ჩართული, განსაკუთრებით საყურადღებოა მომავალ არჩევნებში ადამიანებმა ეჭვი არ შეიტანონ არჩევნების ფარულობაში და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეძლონ.

წლების განმავლობაში გარკვეული მექანიზმების გამოყენების შედეგად ფაქტია რომ საგანგაშოდ მაღალია იმ პირთა რაოდენობა, რომელიც დაშვების დონეზე, უშვებს რომ შესაძლებელია იმის გაგება თუ ვის მისცემს ხმას (44%).

აქვე საყურადღებოა რომ მაღალია იმ პირთა რაოდენობაც, ვინც ფიქრობს რომ შესაძლებელია სოციალური დახმარება მოუხსნან პირს, რომლის ოჯახის წევრებიც არ მივლენ არჩევნებზე (48%).

სწორედ ამიტომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით დაინტერესებულმა ყველა აქტორმა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს საზოგადოებაში არსებული ამ დამოკიდებულებების შესაცვლელად.

არჩევნები ფარულია და ვერავინ გაიგებს ამომრჩეველმა ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება კი არანაირად არ უნდა გახდეს ფარულობასთან დაკავშირებით მცდარი და მავნებლური ინფორმაციის გავრცელების საფუძველი. ამომრჩეველს უნდა დავუბრუნოთ რწმენა რომ მათი ერთი ხმა გადამწყვეტია და არჩევანი გააკეთონ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშებისგან დამოუკიდებლად, თავისუფლად“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved