• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, შაბათი, 16 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გადაკრა და ჩაილაპარაკა – ძაღლი მიაკვდა სულშიო. ხოდა გლუვო, ამ ისტორიაში მე დიდი ბებიასნაირი ვარ…” – გივი თარგამაძის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
19:29 08-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
512

ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე, ციხიდან, სადაც წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაიჭირეს, წერილს ავრცელებს და წერს:

ციხობის ერთი თვე შევასრულე და დავადგინე ჩემი აქაურობის მთავარი მუდმივობა რაღაცის ფლობის ილუზიურობა და მთავარი სლოგანი კი – ოლოლო! – რაღაც გგონია, გაქვს და გაქვს კიდეც, მაგრამ, ამავე დროს არ გაქვს. აი საპარსი ქაფი, რომ მქონდა, მაგრამ თვითონ საპარსი არა, ხომ გახსოვთ? ახლა ორივე მაქვს, მაგრამ არ მაქვს წყალი (ხშირად). ის წმინდა სამებაც შევკარი – დენის დამაგრძელებელი, რადიო, ყურსასმენები – მაგრამ, ოლოლო! დამაგრძელებლის ე.წ. „ვილკის“ რეზინის გარსი, რატომღაც, არასტანდარტულად განიერია და არ ეტევა შტეფსელის ფოსოში, ანუ, დენში არ ერთდება. შესაბამისად, ეს ნივთი კვლავაც უსარგებლოა. ისევე, როგორც ყურსასმენები, რომლის შესაერთებელი რადიოს არ აღმოაჩნდა. ტრაგედია არაა, რადიო მუშაობს ბატარეებზე და ხმას ერთი დინამიკიდან გამოსცემს, უბრალოდ ტენდენცია დავახასიათე, რომელიც შემდგომში ბევრად დაუნდობლად გამოვლინდა.
ვფიქრობ, რუსთავი კი არ არის გარდაბნის რაიონი – რუსთავიცა და გარდაბანიც შედის ავღანეთის პეშევარის რაიონში. ტემპერატურულად ნაღდად მასეა. გათანგულ სიცხეში სულ უფრი ხშირად მახსენდება ავღანეთში ყოფნისას გაცნობილი, ძალზედ ასაკოვანი ბაბუა, რომელიც გამართული ინგლისურით გვიხსნიდა, რომ სამშობლოში ომი უნდა იყოს სულ. როდესაც ჩავეკითხეთ – რატომ ბაბუ? აგვიხსნა – რუსები რომ გავიდნენ, სანამ ამერიკელები შემოვიდოდნენ, გავწყდით შიმშილითო. როდესაც ომია, მოდის ხოშიანად ჰუმანიტარული დახმარება, წყალი, საჭმელი, ყველაფერი და ყველა ბედნიერია. აბა, ისე ფული ჩვენ არ გვაქვსო. და ოპიუმის ფული ბაბუ? (წინა დღეს ჩვენი ჯარისკაცი გვიყვებოდა, გაოცებული, როგორც ჩვენთან, სოფელში სიმინდს ვიღებთ, მასე იღებენ აქ ყაყაჩოსო). არაო ბაბუმ, ოპიუმის ფულით მხოლოდ იარაღის ყიდვა შეიძლებაო. რა გაეწყობა წესი – წესია. საერთოდაც, ის ბაბუ, ალბათ, კაი ხანია დახვრიტეს თალიბებმა, მე სხვას ვდარდობ – ისე უყვარდა ომი (თან ინგლისურიც იცოდა), აშკარად ჩვენიანი, დიფსთეითელი იყო და რომ გამოვცნაურებოდი, როგორც კოლეგა, მასწავლიდა წვიმის მომყვან რამე ძველებურ პუშტუნურ შელოცვას, მაგრამ გვიანია თითზე კბენაი …
კიდევ კარგი, სულ ბოლო მომენტში მოვასწარი სამ ბლოკ სიგარეტთან ერთად ვინტილაროტის ყიდვა, რომელიც, თან იყო მაღაზიაში და თან ზუსტად ამოწურა ჩემი გადახდის უნარიანობის თვის ლიმიტი. ზუსტად ჩაეტია, თორემ უკვე კაი ხნის გაგუდული ვიქნებოდი B-302 საკანში, მე-16 დაწესებულების მესამე სართულზე, გავარვარებული ჭერის ქვეშ. კარგია, რომ კუთხის საკანია, გარდიგარდმო კედელი ეფარება და ფანჯრიდან მაინც ვერ მადგება მზე. რაც შეეხება ვინტილატორს და ლიმიტს – განა ბარათზე ფული არ მქონდა? მშვნივრადაც მქონდა, მთელი 500 ლარი, რომელიც ლამაზად მყოფნიდა მაცივარზე, რომელშიც თავს შევყოფდი, მაგრამ – ოლოლო! აი, ის ოლოლო ფული გაქვს, მაგრამ დახარჯვა არ შეგიძლია, როგორც საბჭოთა კავშირში, მაგრამ ეს არ იყო ის დაუნდობელი გამოვლინება ჯერ, ის მერე დადგა.
მას შემდეგ , რაც ზღვრული სიცხე საბოლოოდ დამყარდა და ჯორივით დადგა, სიარულს და განტელებს მაინც არ ვეშვებოდი, მეტიც, როგორც ძალოსნობაში, ჰანტელებზე მეორე მოძრაობაც დავამატე, ისიც 100 აწევით. გავარვარებულ საკანში, რომ ვბრუნდებოდი, ტუალეტში ცივი წყლით, ონკანის ქვეშ თავის შეტენვით და ბოთლებით ვბანაობდი. ბოლოს ადმინისტრაციასაც შევეცოდეთ და კვირაში ორი საბანაო დღეს მესამეც დაამატა. ვაშა! და ოლოლო! აი, ეს უკვე ის იყო – დაუნდობელი. ამ სასიხარულო სიახლის გამოცხადებისთანვე წყალი მყისეურად და კატეგორიულად დაწყდა. იცით რამდენი ხნით? სრული ხუთი დღეღამით. შეგახსენებთ, რომ გადახდის ლიმიტი 1 აგვისტომდე ამოწურული მქონდა და მაღაზიიდან წყალს ვერ მოვატანინებდი. ასე დაიწყო უძილობის, ჩასაფრების, გაფაციცების ხუთი „სუტკა“. ერთხელ, ადრე, ჩემმა პარიკმახერმა ქუჩიდან უცნობები შემოიყვანა, ამას ნახეთ, რა პატარა ყურები აქვსო. პატარა, მაგრამ, ჭეშმარიტად მუშა. წარმოიდგინეთ, ღამით, ძილ-ბურანში, ქარხნის, თავის ტრანსფორმატორის, რადიოს და ახლა უკვე, ვენტილატორის ხმებში ყველა ჯერზე გამოვარჩიე წყლის ნიჟარაზე წკარ-წკარი და ყოველ ჯერზე ყველა წვეთი შევაგროვე, რამაც ეს დღეები რაღაცნაირად გადამატანინა. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გაანაწილი სამ ცალ ბორჯომის ლიტრიან ბოთლში მოგროვილი წყალი ისე, რომ ყველა წვეთმა მაქსიმალური სარგებელი მოგცეს და ისიც ვიცი, რომ ვიზის რიგში არაფერი ეგზისტენციალური საკითხი არაა. ეგზისტენციალური ის იყო, ბადრაგის ბიჭებმა რომ მითხრეს – შხაპის რეზერვუარში წყალი კი არის, მაგრამ მარტო ცხელიაო. ასე ცოდო ხართ და თუ გაქაჩავთ, გაგიყვანთ დაიბანეთო. აბა წყალს როგორ გავმაზავდი და 40 გრადუსში 80 გრადუსიანი წყალით კაი გულმოდგინედ განვიბანე ისე, რომ გულიც არ წამივიდა. აი ექსტემალური ეგზისტენციალიზმიც. თანაც რომ დავფიქრდი, მე ვიზაზე რიგში დგომაც არ მომიწევს და ვიზას ნაღდად მომცემენ (ღმერთმა აცოცხლოს დიფსთეიტი). აი კობახიძეს კი უსასრულო რიგში ჩააყენებენ, ცხელ წყლითაც არ დააბანინებენ, დასალევ წყალსაც არ მიაწვდიან (ამაზე სანქცია იქნება) და ვიზასაც არ მისცემენ. ასეთია ირაკლი, ეგზისტენციალიზმის აუტანელი სიმსუბუქე.
კრიზისმა თიქთმის გადაიარა. არა, კი არ აგრილდა, პირიქით რეკორდულ 40 გრადუსზე მეტი ყოველდღიურად გაფორმდა და ბოლო არ უჩანს. უბრალოდ მდუღარეში ბანაობას მივეჩვიე და სრული უწყლობაც შეწყდა. წყალი ციხეშიც და ქალაქ რუსთავშიც ერთნაირად მოდის – ალაგ-ალაგ. ვგიჟდები, რომ წყლის ასეთი რეჟიმი, სრული კონსენსუსით მიღებული რეალობაა და არც არავინ აპროტესტებს – რუსთავია რა. მეც რა სულელი ვარ – აბა რა უნდა წყალს ქალაქში, რომელსაც რატომღაც რუს-თავი ქვია.
იმ დღეს ყავაში „სგუშონკას“ ვასხამდი და პირველად მივაქციე ყურადღება შეფუთვას. ნახატზე დათესილი ყანა, მყუდრო სახლები, ქარის წისქვილი, მწვანე მდელო, წითელი ყაყაჩოები (ისევ ავღანელი ბაბუ გამახსენდა) და მადლიანი ერთმორწმუნე ძროხაა გამოსახეული. წარწერა Алексеевское – Своё родное, настоящее. ГОСТ 31088-2012. Проверено. და ის ძველი, საბჭოთა ზნაკ კაჩესტვაც არტყია. თავიდან ძალიან გავბრაზდი. მერე ისევ დავხედე ნახატს და ისევ და ისევ ნელნელა გავჯერდი შეგრძნებით – სტაბილურობა, მშვიდობა. ნეტრებაში გადავედი. უცბად, თითქოს ელვა დამეცა გავარვარებულ თავში. გონება გამინათდა! მართალი იყო გურანდა გაბუნია – ის ჩვენ ღმერთმა გადმოგვიგდო! სული შემეხუთა, მომინდა – ბადრაგი! ტელეფონი, პირდაპირი ჩართვა! დაურეკეთ ყაველაშვილს – უნდა გავაგებინოთ! ყველას უნდა გავაგებინოთ! მან გადაგვარჩინა! ყველანი გადაგვარჩინა! გლუვმა გადაგვარჩინა! ყველანი!
ბებიაჩემი ყვებოდა – როდესაც გამოაცხადეს, რომ სტალინი მოკვდა, ქუჩაში ვიყავიო. ყველამ რომ დაიწყო ტირილი და ღაწვების ხოხვა, მეც ავტირდი და ასე ატირებული შევედი სახლში. დედამ შემომხედა და მკითხა – რ გჭირსო, რა გატირებსო. რომ ავუხსენი, კარადიდან თავისი დაყენებული ლიქიორი გამოიღო, ჭიქაში დაისხა – სულელო, გარშემო ვინც გყავდა ყველა ამოგიხოცა, რა დროს ტირილია – უნდა გიხაროდესო. გადაკრა და ჩაილაპარაკა – ძაღლი მიაკვდა სულშიო. ხოდა გლუვო, წეღან ვამბობდი, ამ ისტორიაში მე დიდი ბებიასნაირი ვარ. ძაღლს როგორ ვაკადრებ, მაგრამ აი ყველაზე მეტად რასაც გავხარ, გიენას, კი მიგაკვდება სულში.
სიცხით გათანგული ემოციებმა მომთენთა ძილისკენ წამიღო. ქარხანა ღმუოდა, ბაროტრავმის ტრანსფორმატორი ჭრიალებდა, ვენტილატორი ჟუოდა, საიდანღაც შორიდან ისმოდა კალაძის ტრიციკლების რუზრუზი . . . . რადიოდან მოედინებოდა moon river . . . მოშორებით მყუდრო სახლებში მოჩანდა ქარის წისქვილი, ყანის გადმოღმა ყაყაჩოებით მოფენილი მწვანე მდელო, უკვე საკმაოდ შებინდებულზე, გლუვი, ფეხშიშველი, ნაჭრის შარვლით, მკერდზე გაღეღილი პერანგით, გაწოვილი ბოტოქსისგან მოღრეჯილი სახით, აწეწილ თმებზე მეჩხერი ჩალის ქუდით, ხელში ხიდან მოგლეჯილი, კბილებით გაფცქვნილი წნელით სახლისკენ მოადევნიდა ერთმორწმუნე ძროხას. მშვიდობა . . . . სტაბილურობა . . . .კადრმა უკან გადაიწია და წინპლანზე ამოვიდა ტრაფარეტი – Село Чорвила. Проверено Федеральной Службой Безопасности

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved