ფასების კომისიის საბოლოო სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ ბიზნესს გადაჭარბებული მოგება არ აქვს. მისი განცხადებით, ძირითადი პრობლემა არაოფექტურ საოპერაციო ხარჯებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქტის თვითღირებულებას.
კომისიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები და ამ საველე კვლევების ფარგლებში განსაკუთრებით საკვეპროდუქტებზე ხდებოდა მონიტორინგი ფასებზე და ეს მონიტორინგი ჩატარდა 28 თებერვლიდან 26 აპრილამდე. ამ პერიოდში მონიტორინგი ხდებოდა ძირითადად საბაზისო პროდუქტებზე. საბოლოო ჯამში რომ გავყოთ სამ ეტაპადაა დასკვნა – პირველი არის საკვეპროდუქტებზე, მეორე მედიკამენტებზე. გამოიკვეთა რომ ბაზრის ორი მოდელი არსებობს – ერთი არის გასაშლელი მოდელი, რომელიც დაფუძნებულია გასაშვებ ფასებზე და პროდუქტის ფასზე და რომელიც მუშაობს ფასდაკლებების გარეშე და მეორე მოდელი არის ბაზრის, რომელიც მუშაობს საშუალო და ღრმა ფასდაკლებებით ასეთი ბაზარია დღეს საქართველოში. პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზაცია ფასდაკლებებით ხდება.
ჩვენ არავითარი საფუძველი არა გვაქვს რომ აუდიტის დასკვნებს არ ვენდოთ, გასაკუთრებით დიდი ქსელების პირობებში რომელსაც დიდი ოთხეული ჰყავთ. აუდიტის ანალიზმა მოგვცა შემდეგი სურათი რომ დიდი პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში. ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაშია, არამედ ძირითადი პრობლემა არაოფექტურ საოპერაციო ხარჯებშია – ეს ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქტის თვითღირებულებას და აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა.
პირველი არის გამჭვირვალობის ნაკლებობა. კომერციული ურთიერთობები ხშირად გაუგებარია. არსებობს სხვადასხვა ტიპის კომერციული და მარკეტინგული გადასახადები, რომლებიც არ არის გამჭვირვალე და ზოგ შემთხვევაში არც კი ექვემდებარება სტანდარტულ კომერციულ ლოგიკას.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია გადახდების დაგვიანება. ეს ქმნის დამატებით ხარჯებსა და ფინანსურ ზეწოლას მთელ ჯაჭვზე, განსაკუთრებით ქვედა რგოლებში. შედეგად, ამ სუბიექტებს სჭირდებათ მეტი სამუშაო კაპიტალი და ფინანსური რესურსი, რაც, თავის მხრივ, ძვირია და ზრდის საერთო ხარჯებს.
ამ კონტექსტში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იკვეთება გადახდების სტანდარტიზაციის აუცილებლობა, რათა ჯაჭვში ჩართულმა ყველა მხარემ ზუსტად იცოდეს გადახდების წესები, ვადები და პროცედურები. ამ პროცესის რეგულირება და ერთიანი ჩარჩოს შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ასევე ნაშთების მართვა. გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო მწარმოებლებს არ აქვთ სათანადო წვდომა თავიანთი პროდუქციის ნაშთების ბრუნვაზე, რაც აფერხებს ბიზნეს პროცესების ეფექტიან დაგეგმვას”, – თქვა ბერეკაშვილმა.
















კომენტარები