• რეკლამა
  • კონტაქტი
11:36, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გადაიდოს არჩევნები რამდენიმე თვით, შემდეგი პირობით – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:16 08-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში – როდესაც საფრთხე ექმნება ჩვენი, ჩვენი შვილების, დედების და მამების, ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი. ხუხაშვილი თვითმმართველობის არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის.

ხუხაშვილის თქმით, ჩვენ ახლა გვჭირდება კონსენსუსი სიცოცხლის გადარჩენის სახელი.           “არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში – როდესაც საფრთხე ექმნება ჩვენი, ჩვენი შვილების, დედების და მამების, ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

თუ გვერდზე გადავდებთ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს, ამბიციებს და ინტერესებს, დავინახავთ, რომ დღეს ქვეყანაში სწორედ ასეთი მოცემულობაა შექმნილი.

ჩვენ ახლა გვჭირდება კონსენსუსი სიცოცხლის გადარჩენის სახელით.

როგორ შეიძლება ამას მივაღწიოთ ტოტალური უნდობლობით გაჟღენთილ საზოგადოებაში, რომლის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ არსებული ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ჩვენი სიცოცხლის და სხვა ღირებულებების  უფლებას, ხოლო მეორე ნაწილს, რომ ალტერნატივა უარესია?!

უნდა შევთანხმდეთ, რომ გადაიდოს არჩევნები რამდენიმე თვით, შემდეგი პირობით:

კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ უნდა შედგეს პლებისციტი ხელისუფლების მიერ ნდობის ვოტუმის მიღების მიზნით. კრიზისის დასრულების დროს ასეთი პროცედურა, აბსოლუტურად ლოგიკურია იმის დასადგენად, თუ როგორ მართავდა ხელისუფალი ჩვენი სიცოცხლის გადარჩენის პროცესს.

ეს ერთის მხრივ ხელისუფლებას აძლევს კიდევ ერთ შანსს, დაიბრუნოს დაკარგული ნდობა, მეორეს მხრივ კი ოპოზიციასაც ექნება საშუალება შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი და დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ მას უკეთესად შეუძლია/შეეძლო ქვეყნის მართვა.

ჩვენ ამ გზით შეიძლება დროებით დავკარგოთ არჩევანის თავისუფლება, მაგრამ შევინარჩუნოთ მთავარი – ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე, რომლის გარეშე თავისუფლებაც აზრს კარგავს…- წერს გია ხუხაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved