• რეკლამა
  • კონტაქტი
23:02, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გადადგეს კი არა, ნეტავ სამი-ოთხი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ გვყავდეს, მტრებო, თქვე ოღრაშებო!“ – იუნა შაფათავა

ალია ავტორი - ალია
01:38 03-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

მსახიობი იუნა შაფათავა:

“გადადგეს კი არა, ნეტავ სამი-ოთხი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ გვყავდეს, ოღრაშებო!
ირაკლი ღარიბაშვილი გვარცხვენსო! – იძახიან ისინი, 2008-ში მიწაზე მხოხავ მთავარსარდალს ტაში რომ დაუკრეს!
ბელადმა დაცვას გაასწრო, იქვე მდგარი გორელი ბალღები დაიბნენ, ნეტა ამ ორმეტრიან ოქლაქს რა დეემართა, მოტოციკლეტის ხმაზე ეგრე რატომ ავლებდა ცხვირით ხნულებსაო?
მოგვიანებით ბალღებს აუხსნეს, რომ ის ოქლაქი ამ ქვეყნის ,,უმფროსი” იყო და იმ ხმას მოტოციკლეტი კი არა, რუსული ბომბდამშენი გამოსცემდა. ხნულებს კიდე იმიტომ ავლებდა ცხვირით, რომე სოფლის მეურნეობის განვითარებასა ცდილობდაო.
ბალღებმა არ დაიჯერეს.
თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ქვეყანას, რუსეთს სანქციები რატომ არ დაუწესეო?!
მიწაზე რომ დახოხავდა, იმან არ შეარცხვინა, იმან დაუწესა, 78 სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადასცა!
თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ქვეყანას, მუსკულებს რატომ არ ათამაშებ, პუტინს ,,ლილიპუტინს” რატომ არ ეძახიო?!
2008-ში კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი რომ უწოდა და აგვისტოში თოფის გასროლის გარეშე რუსებს ჩააბარა, იმან არ შეარცხვინა ქვეყანა, ის გმირია!
თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ქვეყანას, რატომ სისხლს არ ღვრი, მომენტს რად არ იყენებ, წვევამდელთა გვამებს ცხინვალის ქუჩებში რატომ არ ყრიო?!
იმან არ შეარცხვინა, ცხინვალის ქუჩებში უწვერულვაშო ბიჭები ჩაახოცინა, თვითონ იქიდან მოცოცხა, მოკლეზე ჩამოირბინა. საღამოს ღნაოდა, ,,მოლოტოვის კოქტეილებით” და ჩანგლებით გამოდითო, კონსერვის სახსნელებიც გამოდგება, ყურების საფხეკი დანებიცო.
ასეთი დავალება დაგვიტოვეს და გაიქცნენ წითელი ხიდის მიმართულებით!
მაყვალა გონაშვილს ჰკითხეთ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მას აქვს ჩემთან ნათქვამი, იმ დღეებში ძალიან ბევრი მირეკავდა, აზერბაიჯანში მეგობარი მწერლები რომ გყავს, გვიშუამდგომლე, დაგვაბინაონო. სხვებსაც ურეკავდნენ, ვისაც კი გავლენა და სანაცნობო წრე ჰყავდა სომხეთსა თუ აზერბაიჯანში, ყველას აწუხებდნენ.
ამათ არ შეურცხვენიათ ქვეყანა, უბრალოდ გმირები არიან, მორჩა და გათავდა, ინგა გრიგოლიამ თქვა ასე და შავნოდარამ კიდე ბეჭედი დაარტყა. შაბათს ვიცინე მაგრად, ინგა და ნოდარა იდგნენ რუსეთ-უკრაინის რუკასთან და არჩევდნენ, რომელი უფრო დიდი სახელმწიფოა და სად უფრო მეტი ჟუნჟრუკო მოდის.
თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ქვეყანას და იცით, რატომ? ამოუჩემებია, გარეჯი საქართველოაო!
გრიგოლია ამაყობს იმ კაცით, ივერი მელაშვილით, სტუდიაში მიიყვანა, კისერზე ჩამოეკონწიალა, გმირად შერაცხა და ალაპარაკა, რაც შენია, შენი არ არიო. დასცხეს ტაში რუსეთის აგენტებმა (ჩვენ რომ გვეძახიან პუტინის მონებს), დიახაც, ძალზედ სწორი, ნათელი და სამართლიანი განმარტებაა, ეგრე გასაგებ ენაზე ამ სტუდიაში არავის ულაპარაკიაო. მაგაში დავეთანხმე, ,,ჭუტლექსვიზიონის” სტუდიაში ასე გასაგებად არავის უთქვამს, რაც შენია, შენი არ არისო.
გარეჯი რომ საქართველო არ არის, ეს საამაყოა, რა სირცხვილი, რომელი ლულა ქაბაბი? პირიქით, ირაკლი უნდა იწვოდეს სირცხვილით, ჩვენ უნდა ვიმალებოდეთ, გარეთ ცხვირებს ვერ უნდა ვყოფდეთ!
ეჰ, რომელი ერთი ჩამოვთვალო?
ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ჩვენს სახელმწიფოს შეუძლია.
ზოგიერთს ენა გადმოუგდია და საზოგადოებას ეკითხება (გამოკვლევებულობას ატარებს), უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილიო?
ბებიათქვენისამ!
ამ ქვეყანას ძლივს ეღირსა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყოველთვის გამოდის სახელმწიფოს ინტერესებიდან და არ ბუქნაობს სხვების დაკრულზე. მეგობრობაც კარგია, ძმობაც, ერთობაც, სოლიდარობაც, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ზომიერი!
გადადგეს კი არა, ნეტავ სამი-ოთხი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ გვყავდეს, მტრებო, თქვე ოღრაშებო!
წარმატებები, პრემიერო!”
თეგები: იუნა შაფათავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved