ვლადიმერ ბორცვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა – შსს-ს განმარტებით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ის გაუშვეს.
მიზეზი, სავარაუდოდ ისაა, რომ ბორცვაძეც გიორგი გახარიას კადრად მოიაზრებოდა, ისევე როგორც საბანაძე.
ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილედ 2019 წლის თებერვალში დაინიშნა. იქამდე ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
კომენტარები