• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, კვირა, 14 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაბუნია ჩათ@ახო, რუსული კულტურა გიყვარს და ქართული კულტურა გეზიზღება!”

ალია ავტორი - ალია
17:13 06-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“არამც თუ ამაზრზენი და გულის ამრევი ხდება ამ საყურებიანი ბიჭების საქციელები არამედ ფრიად სახიფათოც და მათ ღრმად მიმავალი მტრული მიზნები აქვთ!
მივყვეთ ამ “გმირ” “მებრძოლთა” მახინჯ ლოგიკას.

თურმე გაბუნიას იარაღი ამ ბრძოლაში სიტყვა ყოფილა და არ შემიძლია არ დავეთანხმო, რომ სიტყვა იარაღია ოღონდ იმ სიტყვას ტვინი და ცოდნაც სჭირდება რომ ის ქვეყნის სასიკეთოდ მიმართულ იარაღად იქცეს.

ჩვენ შემთხვევაში ამათი უზრდელობა და უვიცობა პირდაპირ მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ!

გაბუნიას პუტინი ეზიზღება, თორემ რუსი ხალხი და მათი კულტურა უყვარს და არაფრად დაგიდევთ, რომ ის პუტინი იმ რუსი ხალხის 83%-მა შექმნა და მხარი დაუჭირა ველიკოდერჟავულ იდეების გატარებაში.

გაბუნია ჩათ@ახო, უბედურება ის კი არ არის, რომ რუსეთის კულტურა გიყვარს, უბედურება ის არის, რომ საქართველოს კულტურა გეზიზღება! თქვენი ანატომია დიდი ხანია ამოხსნილია, თქვენ ხართ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ძირის გამომთხრელები და მტრები!

შენი ნებაა ვინ გეზიზღებოდეს, თქვენ ხომ ისედაც ზიზღით ცხოვრობთ, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, ის პუტინი 20 წელია რუსეთის პრეზიდენტია და კიდევ რამდენი წელი იქნება კაცმა არ იცის.  ჯერ-ჯერობით მისი წასვლის თეორიული შანსიც კი არ ჩანს და საერთოდ რეგვენი რომ არ იყო გეცოდინებოდა რუსეთი ისეთი ქვეყანაა, სადაც ნებისმიერი ხელისუფალი, პუტინი იქნება საგარეო პოლიტიკის მხრივ და აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა რა გვარი შეცვლის მას.

სინამდვილეში კი, თქვენ ჩააბარეთ და გადაუფორმეთ რუსეთს ქართული მიწები, ხოლო ახლა ქვეყანას არ აძლევთ დიალოგის წარმოების საშუალებას, რითაც მხოლოდ საქართველოს ვნებთ, თორემ დღეში რამდენიმე მილიონი ადამიანი აგინებს პუტინს და კიდე ერთი ქათმის გინებით არაფერი დააკლდება.

თქვენ ამ საქციელებით საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენებთ, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო არ არსებობს, იმ დროს, როდესაც ისენი გეუბნებიან, ელაპარაკეთ რუსეთს, თქვენ ტელე ეთერებიდან მსოფლიოს დასანახად უზრდელობთ და იქცევით პაპუასებზე უარესად.

რუსეთსაც ზუსტად ეს სჭირდება, მიზეზი, რომ არცერთ დონეზე არ მოუწიოს ჩვენთან ლაპარაკი ოკუპაციაზე, მიზეზი, რომელსაც შენი პატრონები უხვად აძლევენ.

კიდევ 5 -10 წელი მაქსიმუმ და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი სამუდამოდ ისტორიას გადაეცემა როგორც სხვა მიწების, რა ვთქვათ მერე რატომ არაფერი ვიღონეთ, რატომ არ ვაწარმოეთ მოლაპარაკება 40 წლის მანძილზე ,იმიტომ, რომ ნაცებს არ უნდოდათ და გმირი გაბუნია ტელეეკრანებიდან პუტინს დედას აგინებდაო?

ხოლო, “ქართულო ოცნებავ” შენ კი სრულიად უსუსური ცვედანივით იქცევი, იმის შიშით, ნაცებმა ბიძინას პუტინისტობა არ ტენონ, ყველაფრის უფლებას აძლევთ ქვეყნის საზიანოდ ამ მანქურთებს. მაგრამ თქვენ ერთ რამეში არაფრით გამოირჩევით ერთმანეთისაგან, პირადი ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ქვეყანას წყალს გაატანთ.

ვისღა გინდა დაელაპარაკო ამ ქვეყანაში, რომ ჯანსაღ გონიერებას მოუხმოს ხალხმა?
საკუთარი სისხლს ერთ წვეთსაც კი არ დაღვრიან საქართველოსთვის ესენი და არც დაუღვრიათ, სხვისი სისხლით სპეკულირებენ მუდმივად. რამ დაგიბინდათ ასე თვალები ხალხო, ვიღაც ქათამი გაბუნიას პროვოკაციაზე წამოსაგებს როგორ ხდით მთელ ქვეყანას?”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved