ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას სკანდალურ განცხადებასა და ეჭვებს, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი რუსეთში გააქვთ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პასუხობს და ამბობს:
“თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია, ასეთი განცხადებები თავის დროზე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და ყველამ უარყო აბსოლუტურად ასეთი რამ, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას სჭირდება რეაგირება, რადგან თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება, ამ შემთხვევაშიც ასეთი რეაქცია გვექნება, თუ ეს განცხადება გაკეთდა.“
კომენტარები