G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები არ დაესწრნენ ვახშამს, სადაც ლავროვიც იქნებოდა, – ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. დიდი ოცეულის ქვეყნების ოფიციალური ვახშამი ინდონეზიაში გაიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ ეს მინისტრების მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტი იყო.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა სერგეი ლავროვი დიპლომატებმა მარტო დატოვეს.
აქამდე, გაეროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლა სერგეი ლავროვს ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწია, რადგან დიპლომატები დარბაზიდან პროტესტის ნიშნად გავიდნენ.














კომენტარები