აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებაზე საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ FSB-ის სახელმძღვანელოები წაკითხული არ აქვს:
“არც კომენტარი გამიკეთებია და ვერც ამ კომენტარის კომენტარს გავაკეთებ. FSB-ის სახელმძღვანელოები მე წაკითხული არ მაქვს, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი”, – თქვა პაპუაშვილმა.
კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ ნარატივი თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩაბმა სურს, FSB-ს სახელმძღვანელოებიდან მოდის.
კომენტარები