• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

FARA ზრდის შეშფოთებას – რა განსხვავებაა ამერიკულ და ქართულ ვარიანტს შორის და რა ნეგატიური გავლენა ექნება “ოცნების” კანონს – ODIHR

ალია ავტორი - ალია
20:51 04-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
566

საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ FARA-ს კანონთან დაკავშირებით ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს – ODIHR წერს, რომ კანონი ზრდის შეშფოთებას იმ ნეგატიური გავლენის გამო, რომელიც მას სამოქალაქო საზოგადოებაზე ექნება.

ODIHR-ის დირექტორი, მარია ტელალიანი პირდაპირ აცხადებს, რომ “კანონი სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს, დიდ დარტყმას აყენებს”.

სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის და ნებისმიერი ახალი მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად უნდა აძლიერებდეს მათ საქმიანობას და არა შეზღუდვებს უწესებდეს”. – განაცხადა მარია ტელალიანმა.

ODIHR ივანიშვილის რეჟიმის მიერ FARA-ს ამერიკული ანალოგიდან სიტყვა-სიტყვით გადმოტანასაც ეხმაურება და წერს, რომ კანონის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანა უნდა მოხდეს სიფრთხილით.

აშშ-ის კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დარეგისტრირდნენ ის კერძო კომპანიები ან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელით ლობისტურ ან ადვოკატირების საქმიანობას ეწევიან და ეს ინფორმაცია საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი. კანონმდებლობის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადატანა ყოველთვის სიფრთხილით უნდა მოხდეს და ის უნდა განიხილებოდეს უფრო ფართო ეროვნულ ინსტიტუციურ და სამართლებრივ კონტექსტში”. – წერია განცხადებაში. 

ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, ყურადღებით გადახედოს და გადააფასოს კანონში გაწერილი თითოეული პუნქტი.

ეუთოს წევრმა ქვეყნებმა შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ვალდებულება აიღეს. მათ ასევე აღიარეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინ წასაწევად სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა. მაშინ, როდესაც ლობისტური საქმიანობის რეგულირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციისთვის, მან პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს და არ უნდა არღვევდეს პოლიტიკურ და საჯარო მონაწილეობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved