კომპანია Facebook-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
სოციალური პლატფორმების გიგანტი რიგით მეხუთე ამერიკული კომპანიაა, Apple-ის, Microsoft-ის, Amazon-ისა და Google-ის შემდეგ, რომელმაც ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.
Facebook-ის მფლობელობაში რამდენიმე სოციალური პლატფორმა: Messenger, Instagram, WhatsApp და Oculus. კომპანია შემოსავლის უდიდეს ნაწილს კი აღნიშნულ სოციალურ ქსელებში რეკლამების გაყიდვით იღებს.
დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება ამჟამად 128 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

კომენტარები