acebook-ი სოციალურ მედია პლატფორმაზე ზოგიერთი მომხმარებლისთვის ბმულების გაზიარებაზე შეზღუდვას აწესებს -ამის შესახებ BBC წერს.
ზოგიერთ მომხმარებელს, Facebook-ზე ორზე მეტი ბმულის გაზიარებისთვის ყოველთვიურად 9.99 ფუნტ სტერლინგის გადახდა მოუწევს.
სოციალური მედიის ექსპერტმა მეტ ნავარამ განაცხადა, რომ ეს კომპანიის მცდელობაა, მონეტიზაცია გაუკეთოს თავისი პლატფორმების მეტ სფეროს.
Facebook-მა ტექნოლოგიურ საინფორმაციო გამოცემა TechCrunch-ს განუცხადა, რომ ბმულების შეზღუდვის ტესტი მისი „პროფესიონალური რეჟიმის“ ანუ გვერდების მომხმარებელთა შერჩეულ ჯგუფზე გავრცელდა.
ექსპერტ ნავარას თქმით, “ასეთი ტესტები ხაზს უსვამს, თუ რატომ არის წარმოუდგენლად სარისკო ბიზნესის შექმნა, რომელიც ზედმეტად არის დამოკიდებული რომელიმე პლატფორმის კეთილგანწყობაზე.”














კომენტარები