• რეკლამა
  • კონტაქტი
07:38, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას კალანდიასთან შესათანხმებლად დრო მისცა – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
13:28 11-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,911

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ დაცვის მხარეს გუშინ ჩაბარდა – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმების წინადადება მიეცა 2024 წლის 14 თებერვლამდე, ხოლო თუ დათქმულ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო გადადის მე-3 ეტაპზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ რიგ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.

„ჩვენ აღნიშნული საქმე სტრასბურგში გავასაჩივრეთ, – „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“, საქმის მიხედვით, მოთხოვნილი მქონდა სამი მუხლით დარღვევა საქმეზე. პირველი იყო სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის უფლების დარღვევა, მეორე დარღვევა, როდესაც კალანდია წინასწარ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გამოაცხადეს დამნაშავედ, ვგულისხმობ საპარლამენტო კომისიას და მესამე, დაცვის უფლებების დარღვევა, როდესაც ბრალდებულს არ მიეცა შესაძლებლობა გამოეკითხა მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი ადამიანები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 22 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას მიეცა შეთანხმების წინადადება კალანდიასთან 2024 წლის 14 თებერვლამდე ვადაში.

თუ ამ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო გადადის მე-3 ეტაპზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ უნდა გასცეს პასუხები კითხვებზე:

1.განმცხადებელი უზრუნველყოფილი იყო თუ არა სამართლიანი სასამართლო უფლებით?

2. იყო თუ არა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ობიექტური და მიუკერძოებელი?
3. მიეცა თუ არა კალანდიას და მის ადვოკატს შესაძლებლობა დაეკითხათ ის მოწმეები, ვინც მის წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებას?
ეს სამი კითხვა არის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასმული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ჩემი სასაჩივრო მოთხოვნა რაც იყო, თავიდან ბოლომდე 90% დაკმაყოფილებულია, კიდევ უფრო მეტი“,- აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება იმას, რომ კალანდია უნდა გათავისუფლდეს, ადვოკატი განამარტავს, რომ “მორიგება ყველაფერს ნიშნავს“.

„მე ხვალ უნდა შევხდე კალანდიას, მან ეს ინფორმაცია დღეს არ იცის. ხვალ გავივლი დეტალებს და მას შემდეგ შევძლებ მსჯავრდადებულის პოზიციის შესახებ ვისაუბრო”, – აღნიშნა ადვოკატმა.

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაციო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოხდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved