• რეკლამა
  • კონტაქტი
00:27, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს ბოჭორიშვილთან განვიხილავთ

ალია ავტორი - ალია
15:39 02-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე შეშფოთებას გამოთქვამს ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშზე.

ის ამბობს, რომ ამ დასკვნას მომდევნო კვირაში ადამიანის უფლებათა საბჭოზე ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განიხილავს.

“დღევანდელი CPT-ის ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის 2024 წლის ბოლოს გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე. არასათანადო მოპყრობას გამართლება არ აქვს. ამ დასკვნას მომავალ კვირაში განვიხილავ ადამიანის უფლებათა საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. ევროპის საბჭო მზად არის, მხარი დაუჭიროს რეფორმებს”, – წერს ის X-ზე.

ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტმა საქართველოზე ანგარიში გამოაქვეყნა.

კომიტეტი დასკვნაში მიუთითებს, რომ დელეგაციის წევრებს მრავლად მიეწოდა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები იმ პირებისგან, რომლებიც 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დააკავეს – ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა უმეტესობას აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ზოგიერთ შემთხვევაში – მძიმე დაზიანებები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.

ანგარიშში აქციის მონაწილეების მონაყოლზე დაყრდნობით საუბარია ქართული ოცნების პოლიციის მიერ დემონსტრანტების ძალადობრივად დაკავებაზე, მათ შორის, იდენტიფიკაციის ნიშნის მატარებელი პირების მხრიდან დაკავებებზე, დემონსტრანტების ცემის ფაქტებზე – კომიტეტი კვლავ იმეორებს რეკომენდაციას, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ პოლიცია დაკავებისას მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელ და პროპორციულ ძალას იყენებდეს.

წამების აკრძალვის კომიტეტის დასკვნა – სრულად

(ფორმულა)
თეგები: მაკა ბოჭორიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved