• რეკლამა
  • კონტაქტი
11:56, ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროპული სახელმწიფოები საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ საქართველოში შესვლა საშიშია” – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
14:50 09-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

 “სტრატეგია აღმამშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძის განცხადებით ქვეყანაში შექმნილ კოვიდ მდგომარეობაზე შესაბამის რეაგირებას ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს, მაშინ როცაკოვიდ 19-ით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის გაზრდაზე  ევროპული სახელმწიფოები სათანადო ზომებს მირათავენ და საკუთარ მოქალაქეებს შესაბმის რეკომენდაციებსაც აძლევენ, მათ შორის, აფრთხილებენ, რომ უკვე საქართველოში შესვლა საშიშია.  ჩიხლაძის თქმით, ამ მიმართულებით და კრიზისის დასაძლევად საჭირო ზომების მიღებისთვის მოქმედი მთავრობა უმოქმედოდაა, უფრო მეტიც, ქვეყანაში  ჯანდაცვის სისტემის მზაობაც  არ იგრძნობა.

“კოვიდ 19-ით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამწუხაროდ  იზრდება და დღევანდელი მაჩვენებლით რაოდენობა უკვე 200 გადასცდა.  მაგრამ ხაზგასასმელი და საყურადღებოა,  არამარტო გაზრდილი ციფრები, არამედ ჯანდაცვის სისტემის რეაგირება გაზრდილ შემთხვევებზე და ზოგადად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მზაობა ამ მიმართულებით. სწორედ, ამ ორი ციფრის მონაცემებით ხდება ქვეყანის უსაფრთხოების ანუ იმის დადგენა, თუ რამდენად საშიშია აღნიშნულ ქვეყანაში შესვლა. სამწუხაროდ, ციფრები იზრდება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კი, კვლავინდებურად შექმნილი კრიზისი დასაძლევად მზად არ არის და ჩვენ ვხედავთ იმ ქაოსს, რაც ხდება საკარანტინე სივრცეში, კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლში,” – აცხადებს ჩიხლაძე და  ტესტირებასთან დაკავშრებით უამრავ პრობლემზეც მიანიშნებს. მისივე თქმით,  დღეები სჭირდება ტესტირების პასუხის დადგენას და პასუხები ხშირად არეულია და ა.შ.

“ტესტერების პასუხები არეულია, დადებითიანთან უარყოფითი პასუხის მიდის და პირიქით, უარყოფითიანთან დადებითი. ქვეყანაში კოვიდ 19-ით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის გაზრდაზე უკვე რეაგირებენ ევროპული სახელმწიფოები და რეკომენდაციებს აძლევენ საკუთარ მოქალაქეებს, იმის შესახებაც, რომ უკვე საქართველოში შემოსვლა საშიშია, რაც სამწუხაროა. ასევე სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენეთ მწვანე ქვეყნის სტატუსი და ის თვეები, როდესაც ჩვენ მართლა შეიძლებოდა გვესარგებლა მიმოსვლის აღდგენით, საზღვრების გახსნით და ნაკლები ზიანი მიგვეღო ეკონომიკურად, ვერ გამოვიყენეთ,” მიაჩნია ჩიხლაძეს და მაგალითისთვის გაზაფხულზე შექმნილი მდგომარეობა მოყავს, როდესაც კოვიდ შემთხვევები გაცილებით დაბალი იყო და საქართველო 40 უსაფრთხო ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა.

“შეგახსენებთ, რომ დაბალი ციფრების პირობებშიც, მაგალითისთვის მარტი-აპრილის პერიოდი რომ გავიხსენოთ, როდესაც ქვეყანაში ერთეული შემთხვევები გვქონდა, მაშინაც კი ვერ მოხდა საქართველო 40 უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეყვანა, მაშინ როდესაც ბევრად უფრო დაზარალებული ქვეყნები მოხდნენ ამ სიაში. ამის მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად.  მიუხედავად იმისა, რომ  ერთეული შემთხვევების პროგნოზირება კეთდებოდა,  რადგან  ჯანდაცვის სისტემა მზად არ იყო,  თუნდაც მის დასაძლევად და  მისი მხრიდან  ეფექტური რეაგირება არ იგრძნობოდა. მაშინაც კი, დაბალი რიცხვების შემთხვევაში, ევროპელი პარტნიორები და კვლევითი ორგანიზაციები თვლიდნენ, რომ საქართველო არ იყო მზად ინფექციის გაზრდილი შემთხვევებისთვის და შედარებით მძიმე სცენარისთვის. ამიტომ არ შევიდა იმ პერიოდშიც კი, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო, რადგან ოდნავი მატებაც კი გამოიწვევდა სრულ ქაოსს და ამისთვის მოუმზადებელი იყო სისტემა, რაც სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე თვის შემდეგ პრაქტიკულად  დავინახეთ. სამწუხაროდ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ არცერთი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ ალტერნატივის სახით შევთავაზეთ სახელმწიფოს, არ იქნა განხილული მთავრობის მიერ, “ –  განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

თეგები: სერგო ჩიხლაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved