პარტია საქართველოსთვის პოლიტ. საბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“
ევროპული კომისია ტვიტერზე იუწყება, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს შეფასებას და რეკომენდაციას შემოდგომაზე გამოაქვეყნებს გაფართოების პაკეტის ფარგლებში. შეფასების საფუძველზე ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით.


საქართველოსთან ერთად გაფართოების პაკეტი მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, თურქეთს, უკრაინას და მოლდოვას.”
კომენტარები