• რეკლამა
  • კონტაქტი
23:43, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
13:50 04-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისა და საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეხვედრა დასრულდა.

ომბუდსმენის განცხადებით, მხარეებმა ლევან იოსელიანის მიერ მომზადებული და პარლამენტში წარდგენილი წლიური ანგარიში განიხილეს.

ამასთან, მაიკლ ო’ფლაერტი სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების მდგომარეობით დაინტერესდა და სახალხო დამცველთან “ქართული ოცნების” მიერ გამკაცრებულ კანონმდებლობაზე ისაუბრა.

იოსელიანის თქმით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა კითხვები დასვა იმის შესახებაც, იყო თუ არა რომელიმე ადამიანი დასჯილი, ვინც აქციების დროს მომიტინგეების ცემაში იღებდა მონაწილეობას.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რა ტქმა უნდა, შეხვედრა შეეხებოდა ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ზოგადად საქართველოში. აინტერესებდა მათ შორის მე, როგორც სახალხო დამცველი, რა პროცესში ვარ ჩართული და იმ ანგარიშში, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში, ამ ანგარიშის ირგვლივ იყო საუბარი. 

რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას, პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას, ვინც ახლა საპატიმროშია და ამავე დროს დაისვა კითხვები, არის თუ არა ვინმე პასუხისგებაში მიცემული, ვინც შეიძლება იყოს დამნაშავე იმ ადამიანების ცემაში, ვინც იმ პერიოდში იყვნენ ნაცემი და ამავე დროს, ერთ-ერთი საკითხი იყო ზოგადად ორგანიზაციების მდგომარეობა საქართველოში, ბოლო ცვლილებები, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში იქნა მიღებული და ა.შ..

ამის ირგვლივ იყო ძირითადად საუბარი, ძალიან კარგი შეხვედრა იყო და იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც უკვე 2 წელია მაკავშირებს ბატონ ო’ფლაერტთან, ასევე კარგად გაგრძელდება,” – განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

ახალი ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

საქართველოს სახალხო დამცველამდე მაიკლ ო’ფლაერტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. (tv pirveli)

თეგები: ლევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved