• რეკლამა
  • კონტაქტი
19:32, კვირა, 10 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპის ქვეყნების პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატებისა და ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
21:03 11-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
569

ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, დეპუტატები და ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ხელმომწერები მწუხარებას გამოთქვამენ „ საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლის” გამო.

დოკუმენტში საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზე და შეშფოთება, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა „ინციდენტებისა და სისტემური დარღვევების უპრეცედენტო რაოდენობით”.

განცხადებაში ხაზგასმულია დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიების უაცილებლობაზე.

“მყარად ვართ სოლიდარული ერებთან, რომლებიც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის ღირებულებების ერთგული არიან.

მყარად ვდგავართ ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ არჩევანთან.

დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას, მათ შორის ანტიევროპული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და ადამიანის უფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს.

ვიმეორებთ ჩვენს უღრმეს შეშფოთებას იმ ფაქტის თაობაზე, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა ინციდენტებისა და სისტემური დარღვევების უპრეცედენტო რაოდენობით, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს.

აღვნიშნავთ, რომ არჩევნების სამართლიანობა და კანონის უზენაესობის დაცვა განუყოფელი ნაწილი და საფუძველია ევროპული ღირებულებების, რომლისადმი საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ერთგულება უნდა აჩვენოს.

მოვითხოვთ, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უზრუნველყონ:

საარჩევნო მანიპულაციების შესახებ ყველა ბრალდება (მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში) გამჭვირვალედ იქნება გამოძიებული, განსაკუთრებით ამომრჩევლების დაშინებისა და ხმების ყიდვაზე.

ვინაიდან, ხელთ არსებული ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია ამ არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს ყველა დაფიქსირებული დარღვევის შესწავლა და გამოძიება.

ხმის მიცემის პროტოკოლები ხელმისაწვდომი და საჯაროდ გამჭვირვალე გახადონ, რათა ყოველმა ამომრჩეველმა შეძლოს დადასტურება მათი ხმის მიცემის ფაქტზე, დროსა და ადგილზე ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს.

გაწვეულ იქნას კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს უთხრის ძირს, და ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომლებზეც ევროკავშირი არის დაფუძნებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს და მოკავშირეებს დაასანქცირონ ოფიციალური პირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი – ისინი, „ვინც პასუხისმგებელი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევებზე”.

„მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს, დაასანქცირონ საქართველოს ოფიციალური პირები და პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, ვინც პასუხისმგებელი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევებზე, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საარჩევნო პროცესის განმავლობაში.

მოვითხოვთ ევროკავშირის ყველა დაფინანსების გაყინვას, რომელიც გამოიყენება საქართველოს სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტების დახმარებისთვისა და თანამშრომლობის პროექტებისთვის, მათი გამონაკლისით, ვინც ჩართულია სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის სტრუქტურების ჩამოყალიბებაში.

ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია სავიზო თავისუფლება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ხალხისთვის. მოვუწოდებთ ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, გადახედონ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს მისი სრული შეჩერების შესაძლებლობის გამორიცხვის გარეშე, თუ ზემოხსენებული [პირობები] არ იქნება დაკმაყოფილებული.

გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ არჩევანთან დგომას. ასევე ურყევად გავაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას,” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერები არიან ევროპის ქვეყნების 30 საპარლამენტო ლიდერი, დეპუტატი და ევროპარლამენტარი:

კრისტინე შვარც-ფუკსი (ავსტრია, ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ელს ვან ჰოოფი (ბელგია, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), პაველ ფიშერი (ჩეხეთი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), მარკო მიჰკელსონი (ესტონეთი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), პეეტერ ტალი (ესტონეთი, პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), იუკა კოპრა (ფინეთი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე), ჰეიკი აუტტო (ფინეთი, პარლამენტის დიდი კომიტეტის თავმჯდომარე), სებასტიან ტინკინენი (ფინეთი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი), ფრედერიკ პეტიტი (საფრანგეთი, პარლამენტი ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), მაიკლ როთი (გერმანია, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ანტონ ჰოფრეიტერი (გერმანია, ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), რასა იუკნევიჩიენე (ლიეტუვა, ევროპარლამენტარი), რაფაელ გლუკსმანი (საფრანგეთი, ევროპარლამენტარი), რიჰარდს კოლსი (ლატვია, ევროპარლამენტარი), ჩარლი ფლანაგანი (ირლანდია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ლია ქუარტაპელე (იტალია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ინარა მურნიეცე (ლატვია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდოამარე), ედმუნდს ცეპურიტისი (ლატვია, პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ემანუელის ზინგერისი (ლიეტუვა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა, პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), გუსტი გრაასი (ლუქსემბურგი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), იესე კლავერი (ნიდერლანდები, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), დერკ ბოსვიიკი (ნიდერლანდები, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი), ინა ცოსერუ (მოლდოვა, პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე), აგნიეშკა პომასკა (პოლონეთი, სეიმის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდოამარე), ბოგდან კლიჩი (პოლონეთი, სენეტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), კარლოს როჰასი (ესპანეთი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), პაბლო ჰისპანი (ესპანეთო, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი), ერიკ ოტოსონი (შვედეთი, პარლამენტის წევრი), ოლექსანდრ მერეჟკო (უკრაინა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე).(ინტერპრესნიუსი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved